”ლივერპული” ტელიოში 9 მილიონს იხდის
ინგლისური კლუბი როგორც ჩანს მზადაა საინტერესო წინადადების გასაკეთებლად, რათა ”ბარსელონას” ახალგაზრდა ვინგერი საკუთარ რიგებში გადაიბიროს.
სხვადასხვა ინგლური კლუბები კრისტიან ტელიოთი ინტერესდებიან. ინგლისური პრესის ცნობით ”ლივერპული” უახლოეს დღეებში ”ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელში 7 მილიონ ფუნტს შესთავაზებს (დაახლოებით 9 მილიონი ევრო).
”მერსესაიდელები” უკვე დიდი ხანია ფეხბურთელით ინტერესდებიან. პრესაში სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ამ შესაძლო ტრანსფერზე, ამიტომაც მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში ”ლივერპული” ”ბარსელონასთან” მოლაპარაკებას შეეცდება.
ტელიოს კონტრაქტი ”ბარსასთან” 2013 წელს უსრულდება, მისით კი უფრო და უფრო მეტი კლუბი ინტერესდება. ოფიციალური განცხადება ფეხბურთელის არენდით აყვანის შესახებ მადრიდის ”ატლეტიკომ” გააკეთა. საკუთარ რიგებში ტელიოს ხილვა ასევე სურთ ”ვალენსიას”, ”ბენფიკას” და ”მალაგას”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]