"ბარსელონა" მანჯუკიჩით დაინტერესდა
ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელი მარიო მანჯუკიჩი, რომელმაც თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა ევროპის ჩემპიონატზე და პირველ ორ შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა, იქცევს მსოფლიოს გრანდების ყურადღებას. მისით უკვე ბევრი გუნდი დაინტერესდა.
როგორც კატალონიური გამოცემა "ელ მუნდო დეპორტივო" იტყობინება, "ბარსელონამ" გაგზავნა სკაუტები პოზნანში, რომლებიც ხორვატია–ესპანეთის დაპირისპირებას დაესწრნენ და დააკვირდნენ მანჯუკიჩს. თუ მისი გუნდი 1/4 ფინალში გავიდოდა, "ბლაუგრანას" სკაუტები დარჩებოდნენ უკრაინაში და განაგრძობნენ მოთამაშის სრულად შესწავლას, თუმცა სამწუხაროდ ხორვატიამ ეს ვერ მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ მარიო ამჟამად გერმანულ "ვოლფსბურგში" ირჯება, თუმცა იქ გამგზავრებამდე იგი ხორვატიის საუკეთესო ფეხბურთელად იქნა აღიარებული.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]