აფელაი: "მინდა დავამტკიცო, რომ "ბარსაში" თამაშს ვიმსახურებ"

აფელაი: "მინდა დავამტკიცო, რომ "ბარსაში" თამაშს ვიმსახურებ"

კატალონიის "ბარსელონას" და ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელმა იბრაჰიმ აფელაიმ ისაუბრა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე. იბის თქმით, იგი ძალიან დამწუხრებულია "ნარინჯისფერთა" გამოვარდნით, თუმცა ამავდროულად გახარებულიცაა, რადგან სათამაშო დრო მიეცა.

 

"ძალიან გაკვირვებული ვარ, რადგან ეს სულ არ არის ის რეზულტატი, რომელსაც ველოდით და რომლისთვისაც ვიბრძოდით. ამის მიუხედავად, პირადად ჩემთვის ეს ტურნირი წარმატებული იყო, რადგან ძალიან დიდი ხნის შემდეგ კვლავ დავუბრუნდი მოედანს და მომეცა სათამაშო დრო. დამწუხრებული ვარ, თუმცა ამავდროულად გახარებულიც. ახლა ერთი სული მაქვს დაიწყოს ახალი სეზონი. მინდა მოედანზე გავიდე და ვითამაშო ლამაზი ფეხბურთი, რა თქმა უნდა "ბარსელონასთან" ერთად. ჩემი სურვილია დავამტკიცო, რომ მე ნამდვილად ვიმსახურებ ისეთი დიდი გუნდის რიგებში ყოფნას, როგორიც "ბლაუგრანაა". –თქვა იბიმ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.