ვერმაელენი - დაცვის გაძლიერების ახალი კანდიდატი

ვერმაელენი - დაცვის გაძლიერების ახალი კანდიდატი


ინგლისური პრესის ინფორმაციით ”ბარსა” დიდ ინტერესს იჩენს ხავი მარტინესის მიმართ, თუმცა სათადარიგო გეგმა ტომას ვერმაელენია. ეს არის გეგმა ”ბ”, თუკი კატალონიელები ვერ მოახერხებენ ბილბაოს ”ატლეტიკიდან” მარტინესის გადაბირებას.

”Daily Mirror”-ის ცნობით ”ბარსა” მუდმივად ინტერესდება პრემიერ-ლიგის სატრანსფერო საკითხებით და ძალიან მალე შეიძლება სერიოზულად დაინტერესდეს ”არსენალის” ფეხბურთელით. ხავი მარტინესის მაღალი ფასი ერთ-ერთ დაბრკოლებაა, ამიტომაც ”ბარსა” ყველანაირად ცდილობს მისი ფასის დაწევას.

თუკი ”ატლეტიკთან” შეთანხმება ვერ მოხდება, მაშინ ტომას ვერმაელენი პირველი კანდიდატი გახდება დაცვის გაძლიერების. სიაში შემდეგი ფეხბურთელები დავიდ ლუისი და ვინსენტ კომპანი არიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.