დი სტეფანო: "მესი და რუნალდუ-"ოქროს ბურთის" მოგების მთავარი კანდიდატები"

დი სტეფანო: "მესი და რუნალდუ-"ოქროს ბურთის" მოგების მთავარი კანდიდატები"

მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალფრედო დი სტეფანომ შეაფასა პორტუგალიის ნაკრების გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე და თქვა, რომ კრიშტიანუ რონალდუსთვის ეს ტურნირი ბრწყინვალეა და რომ იგი გუნდის ნამდვილი ლიდერია.

 

"მე ევრო 2012–ის ყველა მატჩს ვერ ვადევნებ თვალ–ყურს, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ კრიშტიანუ რონალდუ უბრალოდ საუცხოოდ ატარებს ამ ტურნირს. ჩეხეთის ნაკრების კარში გატანილმა ბრწყინვალე გოლმა ეს ჩემპიონატი ორჯერ უფრო გაალამაზა. იგი ნამდვილი მებრძოლია და მოედანზე გადის, რათა გაიტანოს გოლები."

 

"ვფიქრობ, ლიონელ მესი კრიშტიანუსთან ერთად ერთ–ერთი მთავარი კონკურენტია "ოქროს ბურთის" მოგების. ჩემი დიდი სურვილია, ამ წელს საბოლოო ჯამში გამარჯვებული "რეალის" 7 ნომერი დარჩეს." –დაასრულა დი სტეფანომ. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.