ხერარდ პიკეს საინტერესო ინტერვიუ
”ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრებიც ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ ბლივ-ინტერვიუს შეკითხვებს უპასუხა, რომელსაც მას ”El Pais”-ის ჟურნალისტი ეკითხებოდა. კითხვების თემებმა ხერარდიც კი შეაწუხა.
- რა ღირს ქათამი?
- არ ვიცი. 3 ევრო. არის უფრო იაფიც, მაგრამ საშუალოდ კილო 5 ევრო ღირს.
- კარგი კალიგრაფია გაქვს?
- დიახ, ძალიან კარგი.
- მოგწონს კროკეტი? (ესპანური კერძი, კატლეტის მსგავსი)
- რა თქმა უნდა.
- რატომ ვხუჭავთ თვალებს, როცა ვაცემინებთ?
- ინერციით.
- რამდენი გოლი გაიტანა ვილიამ ნაკრებში?
- 50 თუ... 51?
- სად მდებარეობს რეგიონი ანტიგუო?
- არ ვიცი.
- ინიესტას ღვინო გაგისინჯავთ?
- დიახ, ის ძალიან კარგია.
- რატომ ეხმარება ხელისუფლება ბანკებს და არ ფიქრობს მოსახლეობაზე?
- ეს მათი გადაწყვეტილებაა. მხოლოდ მათ იციან ამ კითხვაზე პასუხი.
- რამდენი შეხვედრა ჩაატარა ნაკრებში ტონი გრანდემ?
- წარმოდგენა არ მაქვს.
- რა სიხშირით ჭრიან დელ ბოსკეს ულვაშებს?
- არ ვიცი, არასდროს მინახავს ეს.
- ვინ გაუკეთა ცხვირი ბელენ ესტებანს? (ცნობილი ესპანელი წამყვანი)
- იმან, ვინც ოპერაცია ჩაუტარა.
- რომელ გუნდში თამაშობს ლატო?
- არ ვიცი, პოლონეთის ნაკრებში?
- სად მდებარეობს ოსვენციმი?
- პოლონეთში.
- როდის იწყება სან-ფერმინის ფესტივალი?
- 7 ივლისს.
- სად გსურთ შვებულების გატარება?
- თუკი ამას გეტყვით, მაშინ არაფერი გამოვა.
- რომელი გუნდიდანაა მწერალი იგნასიო მარტინეს და პრისონი?
- ”სარაგოსადან”.
- ვინ არის ბელაუსტე?
- ბასკი ფეხბურთელი.
- როგორ მიიღო ნეგრედომ თავზე ჭრილობა?
- შეხვედრის დროს.
- ვინ არის ფლანკერი?
- მემგონი ის ამერიკული ფეხბურთიდანაა. ააა, ეს რაგბიდანაა!
- რამდენ კილოს იწონიდა კასილიასი დაბადებისას?
- 4 კილოგრამს.
- ”ლივერპულის” რამდენი გულშემატკივარი დაიღუპა1989 წლის ტრაგედიისას?
- 96?
- რაშია ”ფურია როხას” საიდუმლო?
- ჩვენ არ გვაქვს საიდუმლო.
- სად შეიძლება ლუდის დალევა?
- უმჯობესია, თუ არ დალევთ.
- რატომ აფურთხებენ ხშირად ფეხბუთელები მატჩის დროს?
- არ ვიცი. მე არ ვაფურთხებ.
- ვინ მოკლა ჯარისკაცმა პილეცკიმ?
- წარმოდგენა არ მაქვს.
- რისთვის იყენებთ ”ტვიტერს”?
- გულშემატკივრებთან ურთიერთობისთვის.
- რატომ გქონდათ შელაპარაკება ინიაკი გაბილონდოსთან? (ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი)
- რა? არ ყოფილი არავითარი შელაპარაკება. თქვენ რაზე საუბრობთ?
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]