ბლიც-ინტერვიუ ანდრეს ინიესტასთან

ბლიც-ინტერვიუ ანდრეს ინიესტასთან


ეს ადამიანი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი გახდა, თუმცა ამის გარდა მას ძალიან დიდი გული აქვს.

 - რა ღირს ქათამი?

 - დაახლოებით 2 ევრო. ქათამი გრილი კი 7-8 ევრო.

 - კარგი კალიგრაფია გაქვს?

 - დიახ, ყველაზე ცუდ შემთხვევაში მისი წაკითხვა შეიძლება.

 - მოგწონს კროკეტი? (ესპანური კერძი, კატლეტის მსგავსი)

 - დიახ.

 - რამდენი გოლი გაიტანა ვილიამ ნაკრებში?

 - ვფიქრობ რომ... 51?

 - სად მდებარეობს რეგიონი ანტიგუო?

 - ყველა ქალაქში ის არის.

 - ინიესტას ღვინო გაგისინჯავთ?

 - მას ძალიან ხშირად ვსვამ.

 - რა სიხშირით ჭრიან დელ ბოსკეს ულვაშებს?

 - არ ვიცი.

 - რომელ გუნდში თამაშობს ლატო?

 - არ ვიცი.

 - სად მდებარეობს ოსვენციმი?

 - პოლონეთში. არ შეიძლება დაგავიწყდეს ასეთი ცუდი ადგილი.

 - როდის იწყება სან-ფერმინის ფესტივალი?

 - 7 თებერვალს.

 - სად გსურთ შვებულების გატარება?

 - თუ გეტყვით ეს საიდუმლო აღარ იქნება.

 - როგორ მიიღო ნეგრედომ თავზე ჭრილობა?

 - ვფიქრობ, რომ ბილბაოსთან მატჩში.

 - რამდენ კილოს იწონიდა კასილიასი დაბადებისას?

 - ალბათ 3 კილოგრამს.

 - ”ლივერპულის” რამდენი გულშემატკივარი დაიღუპა1989 წლის ტრაგედიისას?

 - 90-ზე მეტი.

 - რაშია ”ფურია როხას” საიდუმლო?

 - იმაში, რომ გუნდი ვართ.

 - რისთვის იყენებთ ”ტვიტერს”?

 - რათა ვეკონტაქტო მეგობრებს და იმათ, ვისაც აინტერესებთ ჩემი ცხოვრება. კარგი გამოგონებაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.