ფეხბურთელის მძიმე ბედი
"როდესაც ფეხბურთელი სრულ 90 წუთს თამაშობს სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ ნახევარმცველებს ბურთი 4 წუთის განმავლობაში აქვთ ფორვარდებს 3, მცველებს კი უფრო 2 და ნაკლები. მიუხედავად ამისა ფეხბურთელი ფასდება იმით, თუ რასაკეთებ იმ 87 წუთს უბურთოდ" - იოჰან კრუიფი.
რთული კი არა საერთოდ შეუძლებელია ვინმე არ ეთანხმებოდეს ფეხბურთის გურუს. ამ სიტყვებზე ალექსის სანჩესი გამახსენდა. სხვათაშორის, ბოლო ორი სეზონია, თამაშის მიმდინარეობას არა ბურთის ირგვლივ ვაკვირდები, არამედ მთელს მოედანზე. როცა ბურთს მიიღებს ჩავი, ალექსის სანჩესი უთავისუფლებს ადგილს მესის, გაიყოლებს რა ცენტრალურ მცველს რომელიმე ფლანგზე, იქ კი მესის ოსტატობა უზადოა.
თითქოს მარტივია არა? სწორედ ამას ეწოდება საფეხბურთო ინტელექტი. სწორედ ეს ინტელექტი გააჩნია ტიაგო ალკანტარას, გვარდიოლა რომ ჰყვარობს ნამეტნავად. ბრაზილიური ტრიპაჩობა, ფინტები, მომხიბვლელობა, "ბარსელონას" თავმდაბლური მენტალიტეტი, წარმომიდგენია რა იქნება მაზინიოს შთამომავალი რამდენიმე სეზონში. მაგრამ თუ იშრომა, ისწავლა და დაუჯერა "დედიკოს და მამიკოს".
ა კი მივსულვარ ჩემი სტატიის მთავარ სათქმელამდე. ამას წინათ ადიდასის რომელიღაც რეკლამა ვნახე, რომელშიც მესი თავის მძიმე ისტორიას მოგვითხრობდა. 17 წელი და 141 დღე ლეო დაუღალავად შრომობდა, ყოვედღე, ყოველ წამს, ყოველ წელს ის გაუსაძლისი შრომით შრომობდა და მიაღწია შედეგს.
არსებობენ მომღერლები, რომლებიც რეპეტიტორის გარეშეც მღერიან მაღალ დონეზე, არსებობენ მუსიკოსები, რომლებიც თავად სწავლობენ დაკვრას სხვადასხვა ინსტრუმენტზე, სპორტსმენს კი გაუსაძლისი შრომა და მოთმინება სჭირდება.
არ შემიძლია არ გავიხსენო კრისტიანო რონალდო, რომელიც შრომისა და მოთმინების ეტალონია. ყველა აღნიშნავს იმას, რომ ის შრომის შედეგად შემდგარი პროდუქტია, მაგრამ ვფიქრობ ეს უფრო დასაფასებელია, ვიდრე ღვთისგან ბოძებული ნიჭი, რომელიც ბევრად გიადვილებს საქმეს და შეგიძლია სხვა შენი მინუსები დახვეწო.
ასევე არ შემიძლია არ გავიხსენო "მანჩესტერ იუნაიტედის" ხავიერ ჩიჩარიტო, რომლის შრომისმოყვარეობას მთელი გუნდი აღნიშნავს. როცა მისი მეგობრები კლუბში არიან, ის მარტოდმარტო დარტყმებზე და სისწრაფეზე ვარჯიშობს.
"ბარსელონას" კი გაუმართლა. გუნდში ასეთი რამდენიმეა: ხავიერ მასკერანო, პედრო როდრიგესი, ვიქტორ ვალდესი.
ალბათ არც არავისთვისაა ახალი მათი ტრანსფორმაცია, მათი შესამჩნევი პროგრესი.
ხავიერ მასკერანომ თავად აღნიშნა, რომ არსებობდა ხავიერ მასკერანო "ბარსელონამდე" და არსებობს ხავიერ მასკერანო "ბარსელონას" შემდეგ.
პედრო რორიგესი დღეს ევროპის ჩემიონატის ფინალშია და 7 ნომრით თამაშობს. ის უწევს კონკურენციას ფერნანდო ლორენტეს, ფერნანდო ტორესს, ალვარო ნეგრედოს. დელ ბოსკემ კი არჩევანი მასზე გააჩერა.
ვიქტორ ვალდესი - ყველაზე ცუდი და ყველაზე კარგი "ბარსელონასთვის". ის ბავშვობიდან ვერ იტანდა მეკარეობას, თუმცა გადაწყვიტა "ბარსელონასთვის" გაეკეთებინა მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი.
ძველი ანდაზა მახსენდება ჩემი ინტერპრეტირებით: ათასად ნიჭი დაფასდა, ათი ათასად გარჯა და მოთმინება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]