ალექსის სანჩესი სიმშვიდეს ინარჩუნებს
იტალიური "უდინეზეს" ფორვარდი, ალექსის სანჩესი სამხრეთ აფრიკის მუნდიალის აღმოჩენა გახდა და მის მომავალს უკვე ევროპული ფეხბურთის გრანდებს უკავშირებენ. ამასთან დაკავშირებით თვითონ სანჩესი აცხადებს:
" ჩემთვის ყველაფერი ისევე რჩება, როგორც იყო. არ გამოვრიცხავ, რომ მთელი კარიერა იტალიაში გავატარო."
ჩილელი ფეხბურთელის შეძენით კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" დაინტერესდნენ, მას შემდეგ რაც სანჩესი კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის შეადარეს
: " კრიშტიანუ რონალდუ და მესი–საუკეთესო ფეხბურთელები. მე კი ერთი უბრალო ფეხბურთელი ვარ, რომელიც ყოველ დღე შრომობს, რათა გაიუმჯობესოს თავისი კარიერა და ცხოვრება," დაასრულა სანჩესმა.
ცნობისთვის სანჩესი "უდინეზეს" ლიდერია, დი ნატალესთან ერთად და მას უდიდესი წვლილი მიუძღვის გუნდის წარმატებაში.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]