ჩინური კლუბი კეიტას წელიწადში 14 მილიონ ევროს სთავაზობს
”ბარსელონას” და მალის ნაკრების ფეხბურთელი, სეიდუ კეიტა მოლაპარაკებებს ჩინურ კლუბთან, ”დალიან აერბინთან” აწარმოებს.
”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ ფეხბურთელს უკვე აცნობა, რომ მომავალ სეზონში მისი იმედი აქვს, თუმცა კეიტა კატალონიურ კლუბში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის. აღსანიშნია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულება ”ბარსელონაში” სურს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აზიური კლუბი კეიტას 2 წლიან კონტრაქტს და ყოველწლიურ ხელფასს, 14 მილიონ ევროს სთავაზობს. ეს თანხა იამზე მეტია, ვიდრე დიდიე დროგბას ხელფასი ”შანხაი შენხუაში” (დროგბა წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს).
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]