ოლიმპიადისთვის 4 "ბარსელონელი" გამოიძახეს
ლუის მილიამ, ესპანელთა მწვრთნელმა, გამოაქვეყნა 22-კაციანი განაცხადი ზაფხულის ოლიმპიადისა, სადაც "ბარსელონას" 4 ამჟამინდელი ფეხბურთელი (კრისტიან ტელიო, მარტინ მონტოია, ხორდი ალბა, ტიაგო ალკანტარა) და 2 ყოფილი (ორიოლ რომეუ, ალბერტო ბოტია) მოხვდნენ. აქვე გეტყვით, რომ ოლიმპიადაზე წამსვლელთა რიცხვი 18-მდე დაიწევს.
ალბა ევროპის ჩემპიონატიდან ოლიმპიადაზე
იმ შემთხვევაში, თუ ხორდი ალბა გაემგზავრება ლონდონის ოლიმპიადაზე, მას მართლაც გადატვირთული ზაფხული გამოუვა. ფეხბურთელმა კარიერაში პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე, მოიგო და ახლა ოლიმპიადაზე გამგზავრებასაც აპირებს. ევრო 2012-დან კიდევ 2 ესპანელი გაემართება ლონდონისკენ. ესენი გახლავთ: ხუან მატა ("ჩელსი") და ხავი მარტინესი ("ბილბაო"), რომელთაც თითქმის არ უთამაშიათ ტურნირზე, თუ არ ჩავთვლით მატას 5-წუთიან შემოსვლას ფინალში (გოლიც გაიტანა).
საბოლოო განაცხადი 21 ივლისს გახდება ცნობილი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]