პიროვნება

პიროვნება

გვარდიოლა: " კეიტა ჩემი ეთიკისა და მორალის ბარომეტრია. მე ვუყურებ მას და ვხვდები საქმეს კარგად ვაკეთებ თუ ცუდად."

 

"ის საუკეთესოს იმსახურებს. ის საიმედოა ყველა ასპექტში. ის გუნდს აძლევს ძალას, რომელიც სხვა ნახევარმცველებს არ გააჩნიათ. "

 

"კეიტა საუკეთესო ადამიანია ვისთანაც კი მომიწია მუშაობა. მას გააჩნია პიროვნული ღირებულებები, რომლებიც შეუფასებელია." 

 

2008 წელს კეიტამ "სევილიაში" ბოლო სეზონი დაჰყო. მას ჰქონდა შემოთავაზება "მანჩესტერ იუნაიტედისგან", "მილანისგან", "რეალისგან" და "ბარსელონასგან". ამ ოთხიდან უკანასკნელი რეკონსტრუქციის გზაზე იდგა, ახალი წვრთნელითა და ახალი ფეხბურთელებით, დანარჩენი სამი კი ჩამოყალიბებული ევროპული გრანდი გახლდათ. ჰორიზონტზე გამოჩნდა "იუვენტუსიც", რომელიც ყველაზე ახლოს იყო ტრანსფერთან, მაგრამ ის ბოლო წუთამდე ელოდა "ბარსელონასგან" სიტყვას. საბოლოოდ მისი პრეზენტაცია კამპ ნოუზე შედგა. 

 

ეს არ არის მხოლოდ ისტორია, ეს არის პატივისცემა კლუბის მიმართ, რაც გვარდიოლამ დააფასა. კეიტა არის ფეხბურთელი, რომელსაც თითქმის ყველა მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. კეიტა არის პიროვნება, რომელმაც გვარდიოლას ბოლო მატჩი ლა ლიგაში მარცხს გადაარჩნინა, კეიტა არის ერიკ აბიდალის საუკეთესო მეგობარი. 

 

ის არასდროს ყოფილა სუპერვარსკვლავი, არ ყოფილა ლეო მესი, კრიშტიანო რონალდუ, მაგრამ კამპ ნოუ არასდროს ივიწყებს პიროვნებებს. 

 

ის მალის ეროვნული ნაკრების სახელით თამაშობს, მაგრამ აქვს ფრანგული პასპორტიც. ის რამდენჯერმე გამოიძახეს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში, თუმცა თავის ფესვებს არ უღალატა. 

 

კეიტა გაუსაძლის სიღარიბეში გაიზარდა. მალი ერთერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა მსოფლიოში. ფეხბურთელის გზა სწორედ ამიტომ აირჩია, უნდოდა დახმარებოდა ოჯახს, ამიტომ საფანგეთში გადაბარგდა. იქ "მარსელმა" აიყვანა და 17 წლის კეიტამ უკვე კარიერა გაიკეთა. 

 

ის ერთერთი უნივერსალური ნახევარმცველია. შეუძლია ითამაშოს როგორც ცენტრში ასევე საყრდენ ნახევარმცველად. ის "ბარსელონას" იჯახოს წევრია და ასეთად დარჩება. 

 

კეიტა, მადლობა იმ 4 შესანიშნავი წელიწადისთვის, რომელიც "ბარსელონაში" გაატარე, გვაჩუქე 16 გოლი და და დიდი სიხარული..

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.