''ბარსამ'' შესაძლოა კაბაიე იყიდოს

''ბარსამ'' შესაძლოა კაბაიე იყიდოს

''ბარსას'' ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა სამწვრთნელო შტაბის აზრი და შესაძლოა გუნდმა ''ნიუკასლის'' ფეხბურთელი, იოჰან კაბაიე იყიდოს, იუწყება ესპანური პრესა.

 

შეგახსენებთ, რომ გუნდი სეიდუ კეიტამ დატოვა. გუნდის თავკაცს, ტიტო ვილანოვას სურს იყიდოს მისი შემცვლელი. მის შემცვლელად ბევრი კანდიდატურა განიხილება. ერთ-ერთი ვარიანტად ''ნიუკასლის'' ფეხბურთელი, იოჰან კაბაიე განიხილება.

 

კაბაიე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს და მისი ფასი 10 მილიონი ევროა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.