ნეში: ''მესი საუკეთესოა''
NBA-ს ლეგენდამ, სტივ ნეშმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ "ფენიქს სანსიდან" "ლეიკერსში" გადავიდა, ლეო მესის საპატივსაცემოდ 10 ნომერი აირჩია.
თავის პრეზენტაციაზე კი განაცხადა : "მოგეხსენებათ, ფეხბურთის დიდი მოყვარული ვარ. 10 ნომერი კი გენიალური ლეო მესის საპატივსაცემოდ ავირჩიე. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომ რონალდო 6000 მუცლის პრესს აკეთებს და მისი ფიზიკური კონდიციები ფაქტიურად სრულყოფილია, მაგრამ კრისტიანო ვერასდროს იქნება ისეთივე გენიალური, როგორც მესია... პორტუგალიელი ვერასდროს იქნება ლეოზე უკეთესი..."
როდესაც მთელი მსოფლიო თვითერზე ნეშის "გაყვითლებაზე" საუბრობდა, თვითონ სტივი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ვიდეოებით ტკბებოდა, ხოლო შემდეგ მათ თვითერზე ათავსებდა. აქვე მოგახსენებთ, რომ სტივ ნეში ცნობილია, როგორც ფეხბურთის დიდი მოყვარული და "ბარსას" ფილოსოფიის თაყვანისმცემელი... მისი საყვარელი ფეხბურთელები არიან ლეო მესი და ნეიმარი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]