”აიაქსი” მუნიესათი ინტერესდება

”აიაქსი” მუნიესათი ინტერესდება


”ბარსელონას” კანტერას ფეხბურთელების მიმართ ინტერესს ევროპის საუკეთესო კლუბები იჩენენ. ამის ბოლო მაგალითი მარკ მუნიესაა, რომლის შეძენა ”აიაქსს” სურს.

ყოველდღიური ჰოლანდიური გამოცემის, ”De Telegraaf”-ის ცნობით ამსტერდამული კლუბი ცდილობს იან ვერტონგენის შემცვლელის პოვნას, რომელიც ლონდონის ”ტოტენჰემში” გადავიდა. ამავე წტაროს ცნობით ჰოლანდიურ კლუბს მუნიესას არენდით აყვანა იოჰან კრუიფმა ურჩია.

თავის მხრივ ”აიაქსის” სპორტული დირექტორი და ”ბარსას” ყოფილი ფეხბურთელი, მარკ ოვერმარსი აცხადებს, რომ ამ შესაძლო  ტრანსფერზე არაფერია გადაწყვეტილი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.