ალვესმა თამაშის ნებართვა მიიღო
"ბარსელონას" ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა, დანი ალვესმა მხრის ტრავმა სრულად მოირჩინა და ექიმებისგან თამაშის ნებართვაც მიიღო.
როგორც იცით, ალვესმა მხრის ტრავმა 16 მაისს მიიღო, რის გამოც, მას ესპანეთის სამეფო თასის ფინალის გაცდენა მოუხდა. აქამდე, ბრაზილიელი სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობდა, დღეს კი, ექიმებმა ბრაზილიელს სრულად გამოჯანმრთელების შესახებ ამცნეს და მას თამაშის ნებართვა მისცეს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ალვესი მკურნალობის ბოლო ეტაპზე იყო. ბოლო დღეებში, ექიმები მას აკვირდებოდნენ და საბოლოოდ გაირკვა, რომ 24 ივლისს გასამართი პირველი ამხანაგური მატჩისთვის, ალვესი სრულ მზადყოფნაში იქნება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]