”ბარსელონა” აგერით ინტერესდება

”ბარსელონა” აგერით ინტერესდება


”ლივერპულის” ცენტრალური მცველი ”ბარსელონას” ინტერესთა სფეროში მოექცა. ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 15 მილიონ ევროს შეადგენს.

”ტიტოს ერის” მეორე შენაძენი შეიძლება სულ მალე განხორციელდეს. ინგლისური პრესა ირწმუნება, რომ დანიელ აგერი სულ მალე ”ბარსელონას” ფორმას მოირგებს. ფეხბურთელს ”ლივერპულთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული, გამოსასყიდი თანხა კი 15 მილიონ ევროს შეადგენს.

27 წლის ფეხბურთელმა პრე-სეზონის მატჩში, სადაც ”ლივერპული” ”ტოტენჰემს” დაუიპირისპირდა მოედანზე არცერთი წუთი არ გაატარა.

აგერი ძალიან კარგი მცველია. ის კარგად მუშაობს ბურთთან და სწორად ირჩევს პოზიციას. ამას გარდა მცველის პირობაზე მას ბევრი გოლი გააქვს. ის ძალიან კარგი ადამიანია და სერიოზულად ეკიდება მის სამუშაოს. მასთან თამაში ყოველთვის მომწონდა” - განაცხადა ხავიერ მასკერანომ, რომელიც ”ლივერპულში” 2007-2010 წლებში თამაშობდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.