ვარჯიშები, მგზავრობა და ამხანაგურები შემდეგ კვირას

ვარჯიშები, მგზავრობა და ამხანაგურები შემდეგ კვირას


ტიტო ვილანოვას გუნდს წინ დატვირთული კვირა ელის. ორშაბათს კატალონიაში ვარჯიში გაიმართება, შემდეგ კი გუნდს გიოტენბურგში და ბუქარესტში მოუწევს გამგზავრება ”მანჩესტერთან” და ”დინამო ბუქარესტთან” ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად.

გუნდი ორშბათს პრე-სეზონის ვარჯიშების მეოთხე კვირას დაიწყებს. ორშაბათს გუნდი დილით ”სიუტატ ესპორტივაზე” ივარჯიშებს, შემდეგ კი ხირონაში გაემგზავრება, სადაც ”მონტილივის” სტადიონზე ღია ვარჯიშს ჩაატარებს. სამშაბათს დილით გუნდი კვლავ ”სიუტატ ესპორტივას” დაუბრუნდება და გიოტენბურგში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს.

”ბარსა” ოთხშაბათს, გიოტენბურგში ”მანჩესტერ იუნაიტედს” შეხვდება, ხოლო შაბათს ”დინამო ბუქარესტს”. ”მანჩესტერთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ გუნდი ხუთშაბათს და პარასკევს შვედეთში ივარჯიშებს, სადაც გუნდს ჟორდი ალბა შეუერთდება.

ორშაბათი, 6 აგვისტო

09:00 საათი - ვარჯიში ”სიუტატ ესპორტივაზე”

18:45 საათი - ვარჯიში ხირონაში

სამშაბათი, 7 აგვისტო

09:00 საათი - ვარჯიში ”სიუტატ ესპორტივაზე”

ოთხშაბათი, 8 აგვისტო

20:00 საათი - ამხანაგური მატჩი ”მანჩესტერ იუნაიტედთან”

ხუშთაბათი, 9 აგვისტო

10:30 საათი - ვარჯიში ”ულევი სტადიუმზე” გიოტენბურგში

პარასკევი, 10 აგვისტო

10:30 საათი - ვარჯიში ”ულევი სტადიუმზე” გიოტენბურგში

16:30 საათი - გაფრენა ბუქარესტში

შაბათი, 11 აგვისტო

20:15 საათი - ამხანაგური შეხვედრა ”დინამო ბუქარესტთან”

კვირა, 12 აგვისტო

დასვენების დღე

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.