გუნდმა ჟირონაში ივარჯიშა
გუნდმა გუშინ დღის მეორე სავარჯიშო სესია ჩაატარა, რომელიც ჟირონაში, ”მონტილივის” სტადიონზე გაიმართა. სასიხარული ფაქტი ადრიანოს სრულად დატვირთვა იყო, რომელმაც დილის სესიაზე მხოლოდ ზოგიერთ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა. სამწუხარო კი ჯონათან დოს სანტოსის არყოფნა იყო, რომელიც მიკროტრავმას მკურნალობს და ბარსელონაში დარჩა.
მაღალი ინტენსივობა
1 საათიანი ვარჯიში გაჭიმვებით დაიწყო, შემდეგ ფეხბურთელები ბურთის კონტროლზე მუშაობდნენ, რომელსაც მცირე მატჩი მოჰყვა, რომელიც ასევე ბურთის შენარჩუნებაზე იყო გათვალისწინებული. ეს მაღალი ინტენსივობის ვარჯიში იყო, რომელსაც სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა ადევნებდა თვალს.

















მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]