ჟორდი ალბას დებიუტი შედგა
”ბარსელონას” ახალწვეული, რომელიც გუნდს 8 აგვისტოს შეუერთდა პირველი გუნდის ფორმაში პირველად გავიდა მოედანზე. ალბამ მოედანზე 24 წუთი გაატარა.
დამსახურებული დასვენების შემდეგ ჟორდი ალბას დებიუტი ”ბარსელონას” პირველ გუნდში შედგა. მარცხენა მცველის დებიუტი პრე-სეზონის მე-4 მატჩში მოხდა, ”მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ. ტიტო ვილანოვამ მატჩის 66-ე წუთზე მოედნიდან ადრიანო გაიყვანა, რომელიც სწორად ჟორდიმ შეცვალა.
მატჩის შემდეგ ტიტო ვილანოვამ მასზე განაცხადა: ”მისი დებიუტი ისე შედგა, რომ ახალ თანაგუნდელებთან ერთად არ უვარჯიშია, თუმცა ბევრ მოთამაშეს იცნობს. მან იცის ჩვენს სტილში თამაში. მოედანზე შეშვების წინ მას გავესაუბრე და მითხრა, რომ თავს კარგად გრძნობდა”.
ლონდონიდან გიოტენბურგში
ლონდონის ოლიმპიადიდან ესპანეთის ნაკრების გამოთიშვიდან ზუსტად 1 კვირის შემდეგ ალბას დებიუტი ”ბარსაში” შედგა. მან 1 კვირის წინ მაროკოსთან ითამაშა, ხოლო გუშინ ”ბარსელონას” ახალგაზრდული სისტემის ყველა მოთამაშის ოცნება მას აუხდა: ჟორდი ალბამ ”ბარსელონას” პირველ გუნდში ითამაშა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]