პუერტო რიკოსთან გასამართ მატჩში 6 ”ბარსელონელი” გამოიძახეს
ვისენტე დელ ბოსკემ იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 15 აგვისტოს, პუერტო რიკოსთან მატჩში მიიღებენ მონაწილეობას. მწვრთნელმა ”ბარსას” 6 და ”რეალის” 5 ფეხბუთელი გამოიძახა, რომლებიც პრიმერას დაწყებამდე 3 დღით ადრე ითამაშებენ ამერიკაში.
ვალდესი, პიკე, ინიესტა, სესკი, ბუსკეტსი და პედრო მოხვდნენ ”ფურია როხას” 19 კაციან განაცხადში, ”რეალიდან” კი კასილიასი, რამოსი, არბელოა, ალონსო და ალბიოლი.დელ ბოსკემ განაცხადს მიღმა დატოვა ჩავი ერნანდესი, კარლეს პუიოლი და ის 3 ფეხბურთელი, რომლებიც ოლიმპიადაზე ასპარეზობდნენ, ჟორდი ალბა, ხავი მარტინესი და ხუან მატა.
განაცხადი კი ასეთია:
მეკარეები: კასილიასი (”რეალი”), ვალდესი (”ბარსელონა”), რეინა (”ლივერპული”).
მცველები: რამოსი, არბელოა, ალბიოლი (ყველა ”რეალი”), პიკე (”ბარსელონა”), მონრეალი (”მალაგა”), ხუანფრანი (”ატლეტიკო”).
ნახევარმცველები: ალონსო (”რეალი”), ბუსკეტსი, სესკი, ინიესტა (ყველა ”ბარსელონა”), კაზორლა (”არსენალი”), სილვა (”მანჩესტერ სიტი”).
თავდამსხმელები: ტორესი (”ჩელსი”), ლორენტე (”ატლეტიკი”), პედრო (”ბარსელონა”), ნავასი (”სევილია”).
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]