”ბარსელონა” - ”რეალ სოსიედადი”. ტიტო ვილანოვა მატჩის წინ
”ბარსელონას” პირველი გუნდის მწვრთნელი, ტიტო ვილანოვა ახალ სეზონს დარწმუნებით ხვდება: ”ჩვენი გუნდი მზადაა, რომ ყველა შეხვედრაში გაიმარჯვოს” - განაცხადა მან.
3 კვირიანი მომზადების შემდეგ გუნდი პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით. მიუხედავად ამის ტიტო ზეწოლას არ გრძნობს: ”მე საერთოდ ვერ ვგრძნობ ზეწოლას”.
დასაწყისი რთული იქნება
მწვრთნელმა სურვილი გამოთქვა, რომ სწრაფად ნახოს, თუ როგორ ითამაშებს პირველ შეხვედრაში გუნდი. ”ვფიქრობ, რომ დასაწყისი რთული იქნება. საქმე ისაა, რომ მომზადება ცოტა განსხვავებულია, რადგან თამაშის მაღალი დონის შენარჩუნება მთელი სეზონის განმავლობაში გვსურს. თავიდან შეიძლება ისე გამოვჩნდეთ, რომ ცუდად ვართ მომზადებულები, თუმცა ჩვენს ფეხბურთელებს საკუთარი ოსტატობით მოუმზადებლობის გადაფარვა შეუძლიათ” - განაცხადა ტიტომ.
ამბიციური გეგმები
ტიტო ძაიან ამბიციურად ხვდება ახალ სეზონს: ”მე ყველაფრის მოგებას ვგეგმავ. ახალი სეზონისთვის ჩემი გეგმა ასეთია. ჩვენს გუნდს ნებისმიერ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება შეუძლია. ”ბარსელონა” განსაკუთრებით ბოლო წლებში ტიტულების მოგებას მიეჩვია, ამიტომაც საჭიროა ბურთის კონტროლი, მოგების სურვილი და მეტოქეების დეტალური შესწავლა” - განაცხადა ვილანოვამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]