"ინაუგურაცია"
დღეს "ბარსელონა" და "რეალი" იწყებენ თავიანთ ესპანურ სეზონს.
სუპერთასი სპეციალურად მოიგონეს, რათა "ბარსელონასა" და "რეალს" ერთმანეთში ეთამაშათ და გაერკვიათ საქმეები. არა ეს ტყუილია, მაგრამ სიმართლეს ცოტათი შეესაბამება. გლობალიზაციამ ფეხბურთში მიგვიყვანა იმ დონეზე, რომ ამ ორი კლუბის ნებიემიერი ურთიერთდაპირისპირება უკვე გაცილებით ღირებული და დაძაბულია. თუკი ადრე მოურინიო ცდილობდა გაეტეხა მოწინააღმდეგე თამაშის მხრივ, ეხლა პორტუგალიელი ცდილობს თავისი შესაძლებლობები "ბარსელონას" თვალწინ უტრიალოს. სუპერთასი არ გამოუვიდათ, ეჰ არც ჩემპიონატის პირველი კლასიკო გამოდგა მადრიდელებისთვის კარგი, მაგრამ პორტუგალიელს მაინც იმავე კურსით მიჰყავდა თავისი გემი. საბოლოოდ კი თითქმის ისტორიული გამარჯვება მოახდინეს კამპ ნოუზე. ესპანეთში მოხდა დინასტიის ცვლილება. ასე რომ, 2012 წლის 23 აგვისტოს ახალი მონარქი შეუდგა თავის საქმეს.
ეხლა "ბარსელონას" ჯერია აჩვენოს, თუ როგორ შეძლებს სუპერთასის საშუალებით მეფის ტახტიდან ჩამოგდებას, მეფისა, რომელიც ჯერ არ დაკმაყოფილებულა მოპოვებულით, სიმართლე გითხრათ არც კი ჰქონია დიდი მიღწევა... ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "ბარსელონამ" კარგად გაივარჯიშა "სოსიედადზე" და აჩვენა მოწინააღმდეგეს, რომ ესე ადვილად დანებებას არ აპირებს. სანამ "ბარსა" ტკბება პირველი გამარჯვებით, შესაძლოა "რეალმა" კარგი და ხარისხიანი ნაბიჯი გადადგას, მაგრამ მოდით მოვლენებს ნუ გავასწრებთ. დღეს ვილანოვა პირველად გაიგებს, თუ როგორია გუნდის მწვრთნელობა კლასიკოს დროს. თვითონ ტიტომ განაცხადა, რომ ის აბსოლუტურად წყნარადაა, ვინაიდან ცხოვრებაში არსებობს ფეხბურთზე მნიშვნელოვანი რაღაცეები. კლასიკოზე მნიშვნელოვანიც კი. თამაში გვაჩვენებს სიმართლეა ეს, თუ ვილანოვა უბრალოდ სიწყნარის ფონზე დაანახებს ყველას თუ რა შეუძლია "ბარსელონას".
"რეალმა" პირველი მატჩი ჩაატარა საშუალოდ, მოდით ვთქვათ, რომ სახლში ვერ მოიგო. რატომ? - ამას ხომ დიდი ფიქრი არ სჭირდება, მთავარია პირველი შემთხვევაც: "ვალენსია" კარგად მოქმედებდა დაცვაში, მეტიც რომ ვთქვათ, ვალენსიელებს შეეძლოთ მოგებაც, მაგრამ მსაჯის მიერ შეცდომით დანიშნულა თამაშგარემ, ხელი შეუშალა ამ ჰიპოთეზას. ესპანურმა პრესამ "დაანაწევრა" სამეფო კლუბის ფეხბურთელები, განსაკუთრებით კი შემტევი ხაზი. მაგალითად, იოზილთან დაკავშირებით პრესაში დაწერეს, რომ "რეალს" სჭირდება გაცილებით უკეთესი ნახევარმცველი კარგი აზროვნებით. ამავე თამაშის შედეგებიდან გამომდინარე ვიგებთ, რომ კლასიკოზე ვერ ითამაშებს პეპე. სავარაუდოდ პორტუგალიელს შეცვლის ალბიოლი. მოურინიო კვლავ დადგება არჩევანის წინაშე: იგუაინი თუ ბენზემა? ლასანა თუ ხედირა? ყველას გაუკვირდა, რომ ფრანგმა და გერმანელმა სეზონი სათადარიგოთა სკამზე დაიწყეს. მაგრამ მოურინიომ განაცხადა, რომ მოედანზე, მის შემადგენლობაში გაცილებით კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ. არ გაამართლა... ვნახოთ, როგორ იქნება "ბარსელონასთან", დიდი ალბათობით სხვა დუეტს ვიხილავთ.
კიდევ ერთი ტრადიციული მომენტი - რონალდოს და მესის დუელი. პირველ ტურში არგენტინელი მოედანზე "დაფრინავდა", ეს ხდება მაშინ, როდესაც პორტუგალიელი აღიარებს, რომ სრული 100%-ით მზად არაა. მაგრამ სტატისტიკა მაინც რონალდოსკენ იხრება. მან ბოლო 3 შეხვედრაში კამპ ნოუზე, შეძლო გოლის გატანა, პირიქითაა ლეო, ის უკვე 362 წუთია დუმს. მას ბოლო 4 მატჩში რეალთან გოლი არ გაუტანია. ყველაფერი სხვანაირად იყო შარშანდელ სუპერთასამდე. მესის 15 კლასიკოში 13 გოლი ჰქონდა გატანილი. კასილასი კი იღებდა "ბონუსებს" საყვარელი კლიენტის ხარჯზე. იმის გათვალისწინებით, რომ უმეტესობა კლასიკოებისა, წინ უდგას "ოქროს ბურთის" ტიტულს, მესის გულშემატკივრები მოუმატებენ მისდამი მოთხოვნას და ალბათ დიდი მოწადინებით დაელოდებიან მის გოლებს.
ალბათ ეს იქნება ყველაზე ჩუმი "ელ გრანდ კლასიკო". არანაირი ისტერია თამაშის წინ. შეგვიძლია დავწყნარდეთ და მივიღოთ სიამოვნება. ბოლოს და ბოლოს "ბარსელონა" და "რეალი" ხომ თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის წამყვანი კლუბებია. ვიღაცას ეს არ მოსწინს, ვიღაც კი აღფრთოვანებულია, მაგრამ რეალობას ვერ გაექცევით!
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]