პირველი მატჩი: "ბარსა" - "რეალი" - ტაქტიკური გარჩევა
"ბარსელონა" 3-2 "რეალი"
გოლები: 0-1 კ. რონალდო 55', 1-1 პედრო როდრიგესი 57', 2-1 ლიონელ მესი (პენალტი) 70', 3-1 ხავი ერნანდესი 78', 3-2 დი მარია 85'
"ბარსელონა": ვიქტორ ვალდესი, დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ადრიანო, ხავი (ფაბრეგასი 83'), ბუსკეცი, ინიესტა, სანჩესი (ტელიო 72'), მესი, პედრო (ხორდი ალბა 87')
"რეალი": კასილასი, არბელოა, ალბიოლი, რამოსი, კოენტრაუ, ხედირა, ხაბი ალონსო, კალეხონი (დი მარია 66'), იოზილი (მარსელო 82'), რონალდო, ბენზემა (იგუაინი 61')
არბიტრი: კარლოს კლოს გომესი
გაფრთხილებები:
"ბარსელონა" - მასკერანო (ყვითელი ბარათი, 45')
"რეალი" - ხაბი ალონსო 11', არბელოა 45', ალბიოლი 51' (ყვითელი ბარათები)
"კამპ ნოუ", 91 728 გულშემატკივარი ტრიბუნებზე.
ბოლო წლებში კლასიკო გადაიქცა "ყოველდღიურ დღესასწაულად", რომელსაც მეზობლები ხშირად აღნიშნავენ. გუნდებმა ერთმანეთი შესანიშნავად შეისწავლეს, ამიტომ მწვრთნელებს რაიმე ახალის შემოთავაზება უძნელდებათ. მორიგი კლასიკო ნაცნობი სცენარით: "ბარსელონა" უტევდა და აგორავებდა ბურთს მოწინააღმდეგის საჯარიმოში, "რეალი" კი ელოდა მომენტს კონტრშეტევისათვის. ტიტო ვილანოვამ, თავის პირველ კლასიკოში, გადაწყვიტა ძველი ტაქტიკა გამოეყენებინა და არაფერი შეცვალა. "ბლაუგრანამ" მოიპოვა შესანიშნავი გამარჯვება, ფანტასტიური თამაშის ხარჯზე, მაგრამ შეიძლებოდა ანგარიშში გაცილებით დიდი სხვაობა გვენახა.
რეალის წყობა
მადრიდელების სასტარტო შემადგენლობამ ვერანაირი სიურპრიზი ვერ მოუტანა გულშემატკივრებს. კვლავინდებური სქემა : 4-2-3-1. დაცვითი "რეალი" კი უფრო 4-5-1 განლაგებით გამოიყურებოდა. არც აქაა ახალი არაფერი. ტრავმირებული პეპეს ნაცვლად ცენტრში ჩადგა ალბიოლი. გაცილებით შეტევისუნარიან მარსელოს და დი მარიას, მოურინიომ არბელოა და კალეხონი არჩია, რითაც გარკვეული ზიანი მიაყენა თავდასხმას. მაგრამ მარცხენა ფლანგზე თამაშობდა რონალდო, რომელსაც კოენტრაო გამუდმებით აწვდიდა ბურთს. ნახევარდაცვის ცენტრში განლაგდნენ ალონსო და ხედირა. ესპანელი უფრო ღრმად ჩადიოდა საჯარიმოში და ეხმარებოდა მცველებს, რითაც ის "დარაჯობდა" მესის. ხედირა კი მატჩის უდიდეს ნაწილს ხავის გვერდით ატარებდა და ცდილობდა ერნანდესისთვის ბურთის ართმევას. როდესაც მესი ცდილბოდა შეტევაზე წასვლას, მას წინ ერთ-ერთი ცენტრალური მცველი ხვდებოდა. "რეალი" თავს კომპლექტურად იცავდა, რითაც მან შეძლო 25-30 მეტრიან დისტანციაზე ყველა ფეხბურთელის განლაგება. ერთი სიტყვით მოურინიომ კვლავ გადაწყვიტა დაცვითი თამაში და გოლები კონტრშეტევას მიანდო.
ბარსელონას წყობა
ტიტო ვილანოვას არ დაუწყია "ველოსიპედის თავიდან აწყობა" და გადაწყვიტა იმ მომენტისთვის ყველაზე ოპტიმალური, 4-3-3, განლაგებით თამაში. ერთადერთი სიურპრიზი შეგვიძლია ვუწოდოთ ხორდი ალბას მაგივრად ადრიანოს სასტარტოში დაყენებას. როგორც ჩანს ვერც პუიოლია ბოლომდე საუკეთესო ფორმაში, ამიტომ ცენტრალურ დაცვაში მადრიდელებს პიკე და მასკერანო ელოდებოდნენ. პიკეს უნდა დაეზღვია ალვეში, როდესაც ბრაზილიელი მიდიოდა შეტევაში. დანიელი გაცილებით კონსერვატიულად თამაშობდა, სანჩესი კი ხშირად რჩებოდა კოენტრაოსთან 1-1-ზე. პედრო მარცხენა ფლანგზე დადგა, მაგრამ ვილანოვას ჩანაფიქრის მიხედვით, როდრიგესი და სანჩესი შეტევისთანავე უნდა შესულიყვნენ ცენტრში, რომელიც მესის გადაადგილებით სუფთავდებოდა. ბუსკეცი, ხავი და ინიესტა ბურთს მოედნის ცენტრში ათამაშებდნენ, აქ მათ ეხმარებოდათ ლეო მესიც. ხავიმ რაღაც ახალი შემოგვთავაზა და ის ხშირად ედგა მესის გვერდით, რითაც მას აძლევდა ცენტრალური მცველის მოშორების საშუალებას.
პირველი ტაიმი
პირველივე წუთებიდან მადრიდელებმა ინიციატივა "ბარსელონას" მიანდეს, რითაც კატალონიელთა მცველებს თავისუფლად შეეძლოთ წინ გადაადგილება. ხშირად "ბარსას" შეტევები იწყებოდა ვერტიკალურად, ბუსკეცი - ხავი - მესი. ხავი თითქმის ყოველ შეტევაზე ეხებოდა ბურთს. მესი კომფორტულად იდგა მცველებს შორის და ელოდა მის შანსს. ფლანგებზე - პედრო და სანჩესი ცდილობდნენ ცენტრში შეწევას, მაგრამ მადრიდელთა მცველებმა ეს თავიდანვე "წაიკითხეს" და არ ატარებდნენ მათ. სანჩესმა ვერ შეძლო თავისი მოწინააღმდეგის 1-1 ზე მოტყუება, ალექსისმა თავი რამდენიმე წაქცევით და შედეგიანი პასით დაგვამახსოვრა.
ყველაზე საინტერესო ხდებოდა ცენტრში, "რეალის" საჯარიმოსთან. აქ უნდა ყოფილიყო თანაბარი ბრძოლა ბურთისათვის: ალონო, ხედირა, იოზილი - ხავი, ინიესტა, ბუსკეცი. ამასთან მესი უნდა შეხვედროდა რომელიმე ცენტრალურ მცველს. თუმცა იოზილი გამუდმებით რჩებოდა აწეული "ბარსელონას" კარისაკენ, ვინაიდან მოურინიოს გაზრახვით, გერმანელი კარგად დაეხმარებოდა გუნდს კონტრშეტევების განხორციელებაში. ბუსკეცი ხშირად მიდიოდა შეტევაში, მაგრამ შიშობდა იოზილის მარტო დატოვებას, ამით კი "ბარსელონა" შეტევაში რიცხვობრივად ცოტათი ჩამოუვარდებოდა "რეალს". მესი და ხავი ცვლიდნენ ადგილებს, როგორც ვერტიკალურად, ისე ჰორიზონტალურად. სწორედ ამის გამო ისინი კომფორტულად ათამაშებდნენ ბურთს ალონსოსა და ხედირას გარემოცვაში. მოურინიოს ეს არ ადარდებდა, რადგან "ბარსას" ფორვარდები ბურთს იშვიათად იღებდნენ და შესაბამისად შეტევებიც ისეთი ხშირი არ იყო.
კოენტრაო გამუდმებით მიიწევდა რამოსისკენ, არბელოა კი ალბიოლისაკენ, რითაც არ აძლევდნენ პედროს და სანჩესს ცენტრში მოხვედრის საშუალებას. კალეხონი თამაშობდა ჰიბრიდულ როლს: ეხმარებოდა თანაგუნდელებს ინიესტას დახვედრაში, ხანდახან კი ეშვებოდა მარჯვენა მცველის ფლანგისაკენ. აქედან ხედირა - ალონსოს დუეტიდან ერთ-ერთს მცველის როლის მორგებაც უწევდა. ესეთი ხშირი განლაგება კართან, არ აძლევდა "ბარსელონას" ფეხბურთელებს გრძელი გადაცემების გაკეთებას. ჯამში მოურინიო კმაყოფილი უნდა იყოს თავისი დაცვით, რადგან მოწინააღმდეგეს არც-ერთი 100% იანი მომენტი არ შეუქმნია. რაც შეეხება მადრიდელების კონტრშეტევებს, აქ ისინი "ჩაფლავდნენ". ვინაიდან "ბარსელონას" კართან დატოვებული ჰყავდა მასკერანო - პიკე, რომლებიც შესანიშნავად კითხულობდნენ გადაცემებს და არ აძლევდნენ "რეალს" სახიფათო მომენტის შექმნის საშუალებას.
სურათზე ხედავთ, თუ როგორ ხშირად მიდიოდა ხავი მოწინააღმდეგის საჯარიმოსაკენ:
მეორე ტაიმი
მეორე ნახევარი ორივე მწვრთნელმა ცვლილებების გარეშე დაიწყო. მათი გადაწყვეტილებით მატჩის მიმდინარეობა მათივე გათვლებით მიდიოდა. "რეალის" ერთ-ერთი კუთხური ჩამოწოდება დასრულდა გოლით. "ბარსას" ჰყავს ორი ტანმაღალი ფეხბურთელი: პიკე და ბუსკეცი. ხერარდს აყვანილი ჰყავდა სერხიო რამოსი (ერთ-ერთი შედეგიანი მოთამაშე მადრიდელებისა მეორე სართულზე). ბუსკეცი კი დარაჯობდა რონალდოს. თუმცა ეს უკანასკნელი ვერ დაიკვეხნის მეორე სართულზე თამაშით თავს. 2 წუთში, "ბარსელონამ" კომბინაციით მასკერანო - პედრო, გაუტანა მოწინააღმდეგეს საპასუხო გოლი. აღსანიშნავია, რომ ვილანოვამ როდრიგესს და სანჩესს შეუცვალა ადგილები. ტიტომ ჩათვალა, რომ პედროს თავისი სისწრაფის ხარჯზე, უფრო მეტი შანსი აქვს კოენტრაოს მოტყუებისა. ამან კი შედეგი გამოიღო.
მოურინიომ კალეხონის ნაცვლად უფრო შემტევი - დი მარია გამოიყვანა მოედანზე. იგუაინმა კი ბენზემა შეცვალა. ამ ცვლილებებს უნდა გაეახლებინა თამაში, ამასთან ერთად სტუმრების ტაქტიკური განლაგება არ იცვლებოდა. "რეალის" შეტევებს კვლავ არ ჰყოფნიდა რაღაც. კონტრშეტევებზე კატალონიელები უცებ ჩადიოდნენ საჯარიმოში, რითაც მადრიდელებს საჯარიმოს წინ უტოვებდნენ სივრცეს, თუმცა მათ ეს ვერ გამოიყენეს. ვერც ფლანგიდან განხორციელებულმა შეტევებმა მისცეს "მერენგებს" შედეგი.
სანჩესის ნაცვლად მოედანზე შემოვიდა კრისტიან ტელიო. ამით არც "ბარსას" შეუცვლია განლაგება, მაგრამ ინიესტამ მეტად შემტევი თამაში დაიწყო. ატრაქციონმა, რომელსაც პირველ ტაიმში მესი, ხავი, ინიესტა და ბუსკეცი ატრიალებდნენ, მოუმატა ბრუნს. ერთ-ერთ შეტევის დროს, ალვეშმა ბურთი გადაუგდო ინიესტას, ანდრესმა კი სწრაფი მოტყუებით, რამოსს ჯარიმა გამოსტაცა. ეს ყველაფერი ხდება მადრიდელების საჯარიმოში. მესიმ კი რა თქმა უნდა პენალტი 10-იანზე შეასრულა.
დაახლოებით 9 წუთში მესიმ გარს შემოიხვია რამდენიმე მადრიდელი, შემდეგ კი ბურთი ბუსკეცს გაუგორა, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით ინიესტას გაუკეთა პასი. სწორედ ამ პასმა საჯარიმოსაგან ჩამოჭრა "რეალის" 7 ფეხბურთელი. ხავი ინიესტამ მაგიური ტანდემით, გარშემო შემოიტოვა დარჩენილი მცველები, პატარა გენიოსის შესანიშნავი ქმედებით, ხავი მეკარესთან 1-1 ზე გადის და დაწყებულ შეტევას გოლით ასრულებს. სწორედ ეს გოლი გახდა ვილანოვას ჩანაფიქრის რეალიზაცია, რომელიც გუარდიოლას ჯერ არ გამოუყენებია: მესი იწევს ცენტრამდე, რითაც მას გარშემო მოჰყვება რამდენიმე მცველი და ნახევარმცველი. სულ რაღაც რამდენიმე წუთში ინიესტამ მესი კვლავ 1-1 ზე გაიყვანა კასილასთან, მაგრამ იკერმა თავისი პროფესიონალიზმის ხარჯზე, ხაზი გადაუსვა ამ შეტევას. შემდეგ ვალდესის შეცდომის ხარჯზე "რეალმა" 2 ბურთიანი სხვაობა შეამცირა მინიმუმამდე.
დასკვნა
მატჩმა უკვე ნაცნობი სცენარით ჩაიარა. "ბარსელონა" მთელი დროის 70%-ის მანძილზე ფლობდა ბურთს, "რეალი" კი ელოდა კონტრშეტევას. გადამწყვეტი მომენტი იყო ცენტრი, სადაც იოზილმა ითამაშა პასიურად, რითაც მისცა ბუსკეცს შეტევაში წასვლის საშუალება. ეს უკანასკნელსაც არ შეუშნდა წინ ჩასვლას. ხავი - ინიესტამ ითამაშეს იმაზე კარგად, როგორსაც მოველოდით, თუმცა "ბლაუგრანელებმა" ვერ იხილეს ის მესი, რომელიც მათ ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ახსოვთ. ამ ოთხეულმა შესანიშნავად ჩაატარა მატჩი, ხავიმ და მესიმ 5-5 ჯერ დაარტყეს მოწინააღმდეგის კარისაკენ. "რეალმა" ვერც-ერთი საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა შეძლო 2 გოლის გატანა, აქედან 1 კი ვალდესის ხარჯზე. ეს თამაში არ ყოფილა ტიტოს გამოცდა, ამას უფრო რეპეტიციას დავარქმევდი, რომელმაც კარგად ჩაიარა. ვილანოვა კმაყოფილი უნდა იყოს თავისი გუნდით, გულშემატკივრები კი ახალი მწვრთნელის გადაწყვეტილებებით.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]