ტიტო ვილანოვა: "ვალდესი მსოფლიოში საუკეთესოა"
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ მხარი დაუჭირა თავისი გუნდის მეკარეს - ვიქტორ ვალდესს, რომელმაც შეცდომის ხარჯზე შეამრიცა ელ კლასიკოზე მიღწეული შედეგი.
"გაკვირვებული ვარ, რადგან ბევრს ეჭვი შეეპარა ვალდესში. კლუბმა სულ ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, აქედან სამში ვიქტორს დიდი წვლილი მიუძღვის. ის ბოლო წლებში ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს. ვალდესი საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში, ხოლო "ბარსელონაში" უკეთესს ვერც ვინატრებთ. დიდი შეცდომა იქნება მისი კარიერის ამ ეტაპზე ხელი ჩაიქნიო და ერთი უმნიშვნელო შეცდომის გამო ძლიერ დაამცირო იგი" - განაცხადა ვილანოვამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]