"იუვენტუსი" მზადაა დავიდ ვილიას წელიწადში 8 მილიონი ევრო გადაუხადოს

"იუვენტუსი" მზადაა დავიდ ვილიას წელიწადში 8 მილიონი ევრო გადაუხადოს

 "ბარსელონას" თავდამსხმელი დავიდ ვილია მოხვდა "იუვენტუსის" დაკვირვების სფეროში. იტალიელები აქტიურად ეძებენ თავიანთი შეტევის გამაძლიერებელს. 

 1 კვირის წინ ტურინული კლუბის წარმომადგენლები უკვე ესუბრნენ დავიდს, ორშაბათს კი ისინი "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბთან და მმართველობასთან გამართავენ მოლაპარაკებებს. მაგრამ აღსანიშნავია, რომ კატალონიელებს სურთ ვილიას შენარჩუნება, თუმცა ის, რომ 1 წელიწადში შესაძლოა "კამპ ნოუზე" ნეიმარი გადმოვიდეს, ეს მათ ამ შეკავებას უქარწყლებს. 

 ამასთან ერთად "იუვენტუსმა" ვილიას 4 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, წელიწადში 8 მილიონი ევროს ხელსფასის სახით, იტყობინება El Comercio. მათი მოლაპარაკებები "ატლეტიკთან" ფერნანდო ლორენტეს თაობაზე კი ჩიხში შევიდა.  

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.