რობინიოს აგენტი:"ნებისმიერ ფეხბურთელს სურს "ბარსაში" თამაში"
გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება "ბარსელონამ" და "მანჩესტერ სიტიმ" გაცვალონ ფორვარდები, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ბრაზილიელი რობინიო, იტყობინება Sport.es. ინგლისელებია მთავარ მწვრთნელს რობერტო მანჩინის ძალიან სურს, რომ თავის გუნდში იხილოს შვედი ფორვარდი. "სიტის" ხელმძღვანელობა მზადაა, რომ იბრაჰიმოვიჩის სანაცვლოდ "ბარსას" რობინიო და 10 მილიონი მისცეს. ამასთან დაკავშირებით კი კომენტარი რობინიოს აგენტმა გააკეთა: "მე შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ ფეხბურთელს აქვს "ბლაუგრანაში" თამაშის სურვილი. 16 ივნისს მე და რობინიოს მამა შევხვდებით "სიტის" ხელმძღვანელობას და გავარკვევთ თუ ვინ იქნება რობინიოს მომავალი კლუბი," განაცხადა ბრაზილიელის აგენტმა.
წყარო:barca.ru
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]