რონალდინიომ ძველი დრო გაიხსენა

რონალდინიომ ძველი დრო გაიხსენა

გუშინ გაიმართა ბრაზილიის ჩემპიონატის მატჩი, სადაც "კრუზეირომ" უმასპინძლა ცხრილის ლიდერს, "ატლეტიკო მინეოროს". აქვე გეტყვით იმასაც, რომ სტუმარ გუნდში თამაშობს კატალონიის "ბარსელონას" ცოცხალი ლეგენდა, რონალდინიო.

 

ყველას კარგად მოეხსენება მისი ტექნიკისა და დრიბლინგის ამბავი. ჰოდა გაუჩომაც გუშინ ძველი დრო გაიხსენა, რასაც "ბარსელონაში" აკეთებდა. მან ცენტრიდან დაიწყო მოძრაობა და გზად რამდენიმე მეტოქე მცველი ჩამოიშორა, ბოლოს კი ტექნიკურად დაურტყა მეკარეს და ბრწყინვალე გოლი შეაგდო "ატლეტიკო მინეიროს" 49 ნომერმა.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=DEeVrmhbbKU] 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.