ტიაგომ ვარჯიშის ნაწილი თანაგუნდელებთან ერთად ჩაატარა
არც ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც გუნდმა ”ოსასუნა” დაამარცხა პამპლონაში, თუმცა ფეხბურთელები მზადებას შეუდგნენ მადრიდის ”რეალთან” გასამართი მატჩისთვის, რომელიც ოთხშაბათს, ”სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონზე გაიმართება. საზაფხულო შესვენების შემდეგ პირველად გუნდთან ერთად ივარჯიშა ტიაგო ალკანტარამ.
აღდგენითი ვარჯიში ძირითადში მოთამაშეებისთვის
ის ფეხბურთელები, რომლებიც გუშინდელ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მსუბუქად იტვირთებოდნენ. სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა და ჟერარდ პიკე აღდგენით ვარჯიშს დარბაზში ასრულებდნენ, პირველ გუნდთან ერთად სესიაზე კი კრისტიან ტელიო და მასიპი იმყოფებოდნენ.
”სიუტატ ესპორტივაზე” საუკეთესო სიახლე ტიაგო ალკანტარას გამოჩენა იყო, რომელმაც ვარჯიშის ნაწილი თანაგუნდელებთან ერთად ჩაატარა. ფეხბურთელმა ტრავმა გასული სეზონის ბოლო შეხვედრაში, სამეფო თასის ფინალში, ბილბაოს ”ატლეტიკთან” შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ აღდგენით ვარჯიშებს ასრულებს. ტიაგოს ტრავმის გამო ოლიმპიადის გამოტოვება მოუწია, თუმცა ახლა ის აღდგენის უკანასკნელ ეტაპზეა და მალე გუნდის დახმარებას შეძლებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]