მესი: ”ყველა ტიტულის მოგება მსურს”

მესი: ”ყველა ტიტულის მოგება მსურს”


”ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სტარტის წინ განაცხადა, რომ მას ამ ტურნირის მოგება სურს. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის გასული წლის გათამაშებაში ”ბარსელონა” 1/2 ფინალში, ლონდონის ”ჩელსისთან” დამარცხდა.

რა თქმა უნდა, მე მსურს ჩემპიონთა ლიგის მოგება როგორც ყოველთვის და ყველა ტიტულის მოპოვება. ის, რომ ჩვენ ვერ გავუმკლავდით ”ჩელსის” ფინალში გასასავლელად ძალიან დასანანია, განსაკუთრებით ჩემთვის. ამ სეზონში ყველაფრის მოსაგებად თავიდან ვიბრძოლებთ, ჩვენ მზად ვართ. გვარდიოლა და ვილანოვა? ისინი განსხვავებულები არიან, თუმცა მათი ფილოსოფია ერთნაირია. ტიტოსთან ერთად იგივე ხალხი მუშაობს. ყველა ადამიანს თავისი შეხედულება აქვს საკითხებზე და დიახ - ისინი განსხვავდებიან” - მესის სიტყვებს ესპანური პრესა ციტირებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.