გაბრიელ ამატო:"მესი ბევრად ძლიერია, ვიდრე რონალდუ და ნეიმარი"

გაბრიელ ამატო:"მესი ბევრად ძლიერია, ვიდრე რონალდუ და ნეიმარი"

გაბრიელ ამატო, რომელიც "რივერ პლეიტის" მთავარი მწვრთნელის, მატიას ალმეიდას თანაშემწეა პარალელი გაავლო "ბარსელონას" ლიდერ, ლიონელ მესისა და "რეალის" ლიდერ, კრიშტიანუ რონალდუს შორის, იტყობინება ესპანური პრესა. 

 

მას ასევე არ დავიწყებია "სანტოსის" ამომავალი ვარსკვლავი, ნეიმარიც.  

 

"რა თქმა უნდა რონალდუ უძლიერესი ფეხბურთელია. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ნეიმარზეც. როგორც დიეგო მარადონამ განაცხადა, მათ შეუძლიათ გახდნენ საუკეთესონი მსოფლიოში, ეს ყველაფერი კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მესის უცხოპლანეტელად ჩავთვლით. რასაც იგი აკეთებს ეს ძნელია სიტყვით ახსნა. მესი 100-ჯერ ძლიერია რონალდუზე" - განაცხადა ამატომ. 

 

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.