”ბარსელონას” ”ფიფას ვირუსმა” შეუტია

”ბარსელონას” ”ფიფას ვირუსმა” შეუტია


ნახევარმცველი სანაკრებო მატჩების შემდეგ ბარსელონაში ტრავმირებული დაბრუნდა. სავარჯიშო სესია ასევე გამოტოვა ჟორდი ალბამ, რომელსაც გრიპი აქვს.

”ბარსელონას” სამედიცინო შტაბი გვაცნობს, რომ ანდრეს ინიესტას მარჯვენა ფეხის მყესები აქვს დაჭიმული. ფეხბურთელი 10-15 დღეს იუქმებს. გასულ კვირას ფეხბურთელმა ესპანეთის ნაკრების 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საუდის არაბეთთან და საქართველოსთან.

ჟორდი ალბა თავის მხრივ სავარჯიშო სესიებს გრიპის გამო ტოვებს. ფეხბურთელი ”სიუტატ ესპორტივაზე” პარასკევს დაბრუნდება, რათა გადაწყდეს, ითამაშებს თუ არა ”ხეტაფესთან”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.