ალექსისი ”ხეტაფესთან” მატჩს გამოტოვებს

ალექსისი ”ხეტაფესთან” მატჩს გამოტოვებს


”ბარსელონას” ჩილელი თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი სანაკრებო შეხვედრების შემდეგ გუნდს ტრავმირებული დაუბრუნდა.

”ბარსელონას” სამედიცინო შტაბის განცხადებით ალექსის სანჩესმა დაზიანება ჩილეს ნაკრების ბოლო შეხვედრაში მიიღო. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ მას კუნთი აქვს გაწყვეტილი, ფეხბურთელი გამოტოვებს ”ხეტაფესთან” გასამართ შეხვედრას. მისი დაბრუნება დამოკიდებული იქნება ტრავმის პროგრესზე.

ამგვარად ალექსის სანჩესი ლაზარეთში შეუერთდა ანდრეს ინიესტას, რომელიც ბარსელონაში ტრავმირებული გუშინ დაბრუნდა. ესპანელი ფეხბურთელი მყესის დაჭიმვის გამო 10-15 დღეს გამოტოვებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.