”ხეტაფე” - ”ბარსელონა”. ვილანოვა მატჩის წინ
სანაკრებო მატჩები უკვე დასრულდა, ”ბარსელონა” კი ლა ლიგის შეხვედრებს უბრუნდება. შაბათს გუნდი ”ხეტაფეს” ეთამაშება, რომელთანაც შარშან მარცხი იწვნია. ტიტო ვილანოვამ კარგად იცის საფრთხის შესახებ: ”ეს სტადიონი ჩვენთვის ყოველთვის რთული იყო. გასულ წელს ისინი დაცვაში იყვნენ გამაგრებულები. იმ შეხვედრას კვლავ ვუყურე, მათი ფეხბურთელები ძალიან მჭიდროდ თამაშობენ. მე ზუსტად ვიცი, თუ როგორ ვითამაშებთ მათ წინააღმდეგ”.
მწვრთნელმა ასევე სანაკრებო შეხვედრებზე ისაუბრა, რომლის დასრულების შემდეგაც გუნდს ტრავმირებულები დაუბრუნდნენ ანდრეს ინიესტა და ალექსის სანჩესი, ასევე გრიპი აქვს ჟორდი ალბას. ”ეს გარდაუვალია. ჩვენ იღბლიანები ვართ, რადგან ძალიან ბევრი საუკეთესო მოთამაშე გვყავს და ამიტომაც მათ სანაკრებო შეხვედრებზე ვუშვებთ. ისინი დაშავდნენ? ეს აქაც შეიძლება მომხდარიყო. ეს ნებისმიერ ფეხბურთელს ემართება დიდ კლუბებში. ნორმალურია, რომ ხალხს ნაკრებში მათი ხილვა სურთ, ეს პრივილეგიაა”.
ტრავმირებულების შეცვლა
როცა ტიტოს შეეკითხნენ, თუ როგორ შეცვლიდა ამ 3 ფეხბურთელს მწვრთნელმა განაცხადა: ”ამან აზრები ძალიან შემიცვალა. შეიძლება არ იმოქმედა საწყისს თერთმეტეულზე, ტუმცა მეორე ტაიმის შეცვლებზე ძალიან იმოქმედებს... ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, თუმცა ”ფიფას ვირუსის” დამარცხების საუკეთესო გზა ”ხეტაფეს” დამარცხებაა”.
სასიხარული ინფორმაციაა ტიაგო ალკნატარას და დავიდ ვილიას ფორმაში ყოფნა. ნახევარმცველზე მწვრთნელმა განაცხადა: ”ბოლო კვირების განმავლობაში ის ძალიან კარგად ვარჯიშობდა და კარგ ფორმაშია”. ასტურიელზე მწვრთნელმა დაამატა: ”ახლა მას 45 წუთზე მეტი დროის გატარება შეუძლია მოედანზე. ყოველ დღე ის უკეთ ხდება”. ტიტომ სესკზეც გააკეთა კომენტარი: ”უმაღლესი დონის ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი გუნდის ძირითად 11-ეულში იქნება”. ბოლოს ვილანოვას კარლეს პუიოლზეც შეეკითხნენ, რომელმაც თამაშის უფლება მიიღო: ”კარლესი დამცავი ნიღბით თავს კარგად გრძნობს და სათამაშოდ მზადაა”.
9 ქულა ყველაზე მნიშვნელოვანია
კლასიკომდე 3 ტურით ადრე ”ბარსელონა” 5 ქულით უსწრებს მადრიდის ”რეალს”. ვილანოვა აცხადებს, რომ ”მნიშვნელოვანი ყველა მატჩზე კონცენტრირებაა... საჭირო არ არის წინ ყურება. ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ახლა ”ხეტაფესთან” გვაქვს. ეს ძალიან რთული სტადიონია, სადაც ცოტა ხნის წინ მადრიდის ”რეალი” დამარცხდა. ვიცით, თუ რა სირთულეები გველის წინ... ჯერ ძალიან ადრეა, წინ ძალიან ბევრი ქულაა გასათამაშებელი და სხვაობა ძალიან ცოტაა. მოვა დრო, როცა კლასიკოზე ვიფიქრებთ, თუმცა ჯერ ადრეა”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]