პუიოლი 4-6 კვირას იუქმებს

პუიოლი 4-6 კვირას იუქმებს


”ბარსელონას” ცენტრალურ მცველი, კარლეს პუიოლი მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესების დაჭიმვის გამო 4-6 კვირას გამოტოვებს. ფეხბურთელმა დაზიანება ”ხეტაფესთან” (1:4) შეხვედრაში მიიღო.

მიუხედავად ამისა კლუბის სამედიცინო შტაბი აცხადებს, რომ დეტალური გამოკვლევები კაპიტანს ხვალ, ბარსელონაში ჩაუტარდება, რის შემდეგაც მოედანზე მისი დაბრუნების ზუსტ თარიღზე ვისაუბრებთ.

კარლეს პუიოლი, რომელიც ამ შეხვედრაში დაუბრუნდა მოედანს მას შემდეგ, რაც ”ოსასუნასთან” სახის ძვალი მოიტეხა 57-ე წუთზე ხავიერ მასკერანომ შეცვალა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.