გუნდი კარგად თამაშობს პუიოლის და პიკეს გარეშე
ტიტო ვილანოვამ უახლოეს შეხვედრებში კარლეს პუიოლს და ჟერარდ პიკეს ვერ გამოიყენებს. მათი ტრავმების გამო მწვრთნელს დაცვის ცენტრის შეცვლა მოუწევს, თუმცა ბოლო 2 წლის განმავლობაში ისინი ხშირად ტოვებენ შეხვედრებს. პიკეს ”ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ ორივე მათგანმა შეხვედრა ერთდროულად 24-ჯერ გამოტოვა, აქედან გუნდმა 17 გამარჯვება (71%) მოიპოვა, ითამაშა 3 ფრე და დამარცხდა 4-ჯერ.
2 წელი დაუმარცხებელი
თუკი იმ შეხვედრებს გავარჩევთ, სადაც ”ბარსა” დამარცხდა (17%), მაშინ ამ სტატისტიკის ფასეულობა კიდევ უფრო გაიზრდება. 2 მარცხი 2008/09 სეზონში მოხდა, როცა გუნდი ”ოსასუნასთან” და ”მალიორკასთან” დამარცხდა, როცა გუნდი უკვე ჩემპიონი იყო. 2010/11 სეზონში გუნდი ასევე დამარცხდა ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში ”სევილიასთან”, როცა გუნდს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ეხმარებოდნენ, დაცვის ცენტრში გაბი მილიტო და სერხი გომესი თამაშობდნენ. ამ მატჩიდან 2 წელი გავიდა. ბოლო ასეთი მარცხი ესპანეთის თასის შეხვედრაზე, ”სევილიასთან” შეხვედრაში მოხდა.
გამარჯვებები ”პორტუსთან” და ”არსენალთან”
ამ შეხვედრების რიცხვში ზოგიერთი მნიშვნელოვანი მატჩია. მაგალითად ევროპის სუპერთასის ტიტული, რომელიც ”ბარსამ” ”პორტუს” მოუგო (2:0) 1 წლის წინ. ასევე ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური შეხვედრა 2010/11 წელს, როცა ”ბარსამ” 3:1 დაამარცხა ”არსენალი”. გასულ სეზონში კი გუნდმა გასვლით შეხვედრაში პიკეს და პუიოლის გარეშე დაამარცხა ”გრანადა”, გოლი ჩავი ერნანდესმა გაიტანა.
სონგი, ბარტრა და ბუსკეტსი - მთავარი კანდიდატები
ამ დანაკლისის ფონზე ტიტო ვილანოვას რამდენიმე ვარიანტი აქვს, თუ ვინ შეუწყვილოს ხავიერ მასკერანოს. არგენტინელი ძირითადის ფეხბურთელად მიიჩნევა, რადგან მან 7 შეხვედრიდან 5 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მასთან შეწყვილების ერთ-ერთი კანდიდატი ალექს სონგია, რომელმაც ”სპარტაკთან” ცენტრალურ მცველად ითამაშა. კამერუნელს ამ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება აქვს, თუმცა ამავდროულად ის ”ბარსელონას” სტილს უნდა შეეჩვიოს. ყველაზე მეტად ”ბარსას” სტილს მარკ ბარტრა მოერგება - კიდევ ერთი კანდიდატი ამ პოზიციაზე თამაშის.
მესამე ვარიანტი სერხი ბუსკეტსის უკან დაწევაა, რომელსაც 2 სეზონის წინ ამ პოზიციაზე თამაში უწევდა. ანდრეუ ფონტასი, რომელიც ჯერ გუნდის განაცხადში არ მოხვედრილა კიდევ ერთი ალტერნატივაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]