საუკეთესო სტარტის განმეორებასთან ახლოს
თუკი ”ბარსა” შემდეგ ტურში გაიმარჯვებს, მაშინ ტიტო ვილანოვას გუნდი გაიმეორებს 2009/10, 1997/98, 1990/91 და 1929/30 სეზონების მაჩვენებლებს.
ტიტო ვილანოვამ გუნდს ერთ-ერთი საუკეთესო სტარტი ააღებინა პრიმერაში, სადაც ”ბარსელონამ” დაამარცხა ”რეალ სოსიედადი” (5:1), ”ოსასუნა” (1:2), ”ვალენსია” (1:0), ”ხეტაფე” (1:4) და ”გრანადა” (2:0). შაბათს გუნდი სტუმრად ”სევილიაში” თამაშობს, სადაც გამარჯვების შემთხვევაში ტიტო გუნდის საუკეთესო სტარტს გაიმეორებს.
99 ქულის სეზონი
ყველაზე ახლოს 6 მატჩიანი მოგებათა სტარტი გუნდის 2009/10 წლის სეზონში ჰქონდა, ეს პეპ გვარდიოლას მეორე სეზონი იყო. ”ბარსამ” ლა ლიგაში გამარჯვებები მოიპოვა ”სპორტინგთან” (3:0), ”ხეტაფესთან” (0:2), ”ატლეტიკოსთან” (5:2), ”რასინგთან” (1:4), ”მალაგასთან” (0:2) და ”ალმერიასთან”. მე-7 ტურში გუნდმა ფრედ ითამაშა ”ვალენსიასთან” (0:0), სეზონი კი საბოლოოდ რეკორდული მაჩვენებლით, 99 ქულით დასრულდა.
გამარჯვებების სტარტი ვან გაალისთვის
15 წლის წინ ლუი ვან გაალმა გუნდს ასევე სასტარტო მატჩებში 6 გამარჯვება მოაპოვებინა. ჰოლანდიელი გუნდში ახალი დანიშნული იყო და უკეთესს სტარტს ვერც ისურვებდა. ”ბარსამ” დაამარცხა ”რეალ სოსიედადი” (3:0), ”ვალენსია” (0:3), ”დეპორტივო” (2:1), ”სპორტინგი” (1:4), ”ტენერიფე” (3:2) და ”მალიორკა” (0:1). სეზონი გუნდმა ჩემპიონობით დაასრულა.
ოცნების გუნდმა მოიგო პირველი ტიტული
ისტორიის განმავლობაში გუნდს სტარტზე 6 მოგებიანი სერია 1990/91 წლის სეზონში ჰქონდა. გუნდის მწვრთნელი იოჰან კრუიფი იყო, როცა ”ბარსა” ამარცხებდა ”ესპანიოლს” (0:1), ”ვალენსიას” (3:1), ”ბეტისს” (2:3), ”ვალიადოლიდს” (1:0), ”ტენერიფეს” (0:1) და ”ატლეტიკს” (4:1). ეს იყო ოცნების გუნდის პირველი სეზონი, რის შემდეგაც ”ბარსამ” პრიმერას ზედიზედ 4-ჯერ მოგება მოახერხა.
დაუჯილდოებელი სერია 83 წლის წინ
გუნდს 6 მატჩიანი მოგებათა სერია 1929 წლის ჩემპიონატში ჰქოდნა. გამარჯვებები ინგლისელი ჯეიმს ბელამის დროს გუნდმა მოიპოვა ”რეალ სოსიედადთან” (3:0), ”არენას დე გეთხოსთან” (1:3), ევროპასთან (2:1), ”რასინგთან” (5:0), ”რეალ უნიონთან” (1:3) და ”ატლეტიკოსთან” (4:2). მიუხედავად ჩემპიონატის ასეთი კარგი დასაწყისისა საჩემპიონო ტიტული ბილბაოს ”ატლეტიკს” ხვდა წილად.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]