ჩავი: ”სხვაობა ”რეალთან” ანეკდოტი არაა - ის უნდა გამოვიყენოთ”

ჩავი: ”სხვაობა ”რეალთან” ანეკდოტი არაა - ის უნდა გამოვიყენოთ”

 

”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის 5 ტურის შემდეგ მის გუნდს მადრიდის ”რეალთან” სოლიდური უპირატესობა აქვს მოპოვებული.

 

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის დაწყებიდან 5 ტური გავიდა, ”ბარსელონას” 15 ქულა მოპოვებული, მადრიდის ”რეალს” კი 7.

 

ესპანეთის ჩემპიონატი ჩვენთვის ძალიან წარმატებულად დაიწყო, ახლა ზეწოლის ქვეშ მადრიდის ”რეალის” მოქცეული. ჩვენმა ახალმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ დაამტკიცა, რომ ნამდვილი ლიდერია როგორც საფეხბურთო, ასევე ადამიანურ ასპექტებში. რაც შეეხება ”რეალთან” არსებულ სხვაობას, ეს ანეკდოტი არაა, ეს დიდი უპირატესობაა. ამით კი ჩვენ აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ” - განაცხადა ჩავი ერნანდესმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.