ტიაგო 8 კვირას გამოტოვებს
ტიაგო ალკანტარა 8 კვირას გამოტოვებს. კვირას ფეხბურთელს დაწვრილებითი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რამაც აჩვენა, რომ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის მყესები აქვს დაზიანებული. ტიაგოს სპეციალური პროგრამით მოუწევს ვარჯიშის გაგრძელება, რაც მას მოედანს მიღმა 8 კვირის განმავლობაში დატოვებს.
დაახლოებით 11 შეხვედრა
თუკი ტიაგო ზუსტად 8 კვირის შემდეგ შეძლებს დაბრუნებას, მას 11 შეხვედრის გამოტოვება მოუწევს. ოქტომბერში ის გამოტოვებს ”ბენფიკასთან”, ”რეალთან”, ”დეპორტივოსთან”, ”სელტიკთან” და ”რაიო ვალეიკანოსთან” გასამართ შეხვედრებს. ნოემბერში კი ”სელტასთან”, ”სელტიკთან”, ”მალიორკასთან”, ”სარაგოსასთან”, ”სპარტაკთან” და ”ლევანტესთან” ჩასატარებელ მატჩებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]