ალექსისი 50-ე შეხვედრის ზღვარზე
ალექსის სანჩესი ”ბარსელონას” რიგებში 50-ე შეხვედრას გამართავს, თუკი კვირას მადრიდის ”რეალის” წიააღმდეგ ითამაშებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩილელ მოთამაშეს დებიუტი მადრიდის ”რეალთა”, შარშან გამართულ სუპერთასის შეხვედრაში ჰქონდა.
მადრიდის ”რეალის” წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია, თუმცა ალექსისითვის ეს კიდევ უფრო გამორჩეული იქნება თამაშის შემთხვევაში, რადგან ის ”ბარსელონას” მაისურს 50-ედ მოირგებს. ჩილელმა კატალონიური გუნდის რიგებში უკვე ჩაატარა 49 შეხვედრა, სადაც 16 გოლის გატანა მოახერხა.
35 გამარჯვება და მხოლოდ 5 მარცხი
მისი დებიუტის შემდეგ, რომელიც 2011 წლის 14 აგვისტოს შედგა ალექსისმა მონაწილეობა მიიღო 35 გამარჯვებაში, 9 ფრესა და 5 მარცხში. ალექსისი, რომელმაც გოლის გემო ლისაბონში, ”ბენფიკასთან” შეხვედრაში გაიხსენა კვირას მოედანზე ძალიან კარგ ფორმაში მყოფი გავა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=r9ioOD7UZmw]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]