კრუიფი: ”მარცხის შემთხვავში მოურინიო დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცევა”
”ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა, იოჰან კრუიფმა საკუთარი აზრი დააფიქსირა 7 ოქტომბერს გასამართი ელ კლასიკოს შესახებ.
”ასეთ შეხვედრებზე პროგნოზის გაკეთება ყოველთვის ძალიან რთულია. არასდროს იცი, თუ რა მოხდება, მაგრამ ამჯერად ავღნიშნავ, რომ ”რეალი” ძალიან დიდი ხიფათის წინაშე დგას. მადრიდელები დიდად ჩამორჩებიან ”ბარსელონას”, კლასიკოში მარცხი კი მათთვის დიდი დარტყმა იქნება. ”რეალი” ყველაფერს გააკეთებს, რათა შეხვედრა მოიგოს.
იმ შემთხვევაში, თუკი ”რეალი” მაინც დამარცხდება, მაშინ ჟოზე მოურინიო საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცევა. ეს დიდი პრობლემა იქნება” - განაცხადა იოჰან კრუიფმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]