კლასიკოს სტატისტიკა

კლასიკოს სტატისტიკა

 

 - ”ბარსელონას” უკვე პრიმერას ზედიზედ 25 შეხვედრაში გააქვს მინიმუმ 1 გოლი.

 

 - ”ბარსელონა” ლა ლიგის საუკეთესო გუნდია კარში განხორციელებული დარტყმების რაოდენობით (52), ”რეალი” კი საუკეთესოა კარს მიღმა დარტყმული ბურთების რაოდენობით (54).

 

 - ”რეალი” ლიდერობს ძელზე მოტყმული ბურთების რაოდენობით (6) და მათი ყველა გატანილი გოლი (12) საჯარიმო ხაზის შიგნიდან დარტმის შემდეგ გავიდა.

 

 - ”ბარსელონას” 11 გოლი 17-დან (64.7%) აკადემიაში აღზრდილი ფეხბურთელების ანგარიშზეა. ”რეალის” არცერთი გოლი მათი სკოლის აღზრდილს გატანილი არ აქვს.

 

 - ”ბარსელონას” ფეხბურთელებმა შეცვლაზე შესვლის შემდეგ ყველაზე მეტი გოლის (6) გატანა შეძლეს.

 

 - ლა ლიგის ვერცერთი გუნდი ვერ მიუახლოვდება ”ბარსელონას” გადაცემების რაოდენობას - 4181, რომელთაგან 3704 (88.6%) წარმატებით შესრულდა. ”რეალს” სულ 3056 გადაცემა აქვს გაკეთებული.

 

 - ჩავი ერნანდესი ლა ლიგის საუკეთესო მეპასეა (530), ჩაბი ალონსოს ანგარიშზე კი 434 გადაცემაა.

 

 - ტიტო ვილანოვას გუნდს მატჩის ბოლო 15 წუთში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - 9. მადრიდის ”რეალს” კი ბოლო 15 წუთში გოლი გატანილი არ აქვს.

 

 - ”ბარსელონას” 17 გოლიდან 11 მარცხენა ფეხით გავიდა.

 

 - ვიქტორ ვალდესმა 12 სეივი განახორციელა, იკერ კასილიასმა კი 10. ორივე მათგანმა პრიმერას 6 შეხვედრაში 5 ბურთი გაუშვა.

 

 - ”ბარსელონამ” 53-ჯერ დაარღვია თამაშის წესი და მიიღო 10 ბარათი, ”რეალმა” თამაშის წესი 75-ჯერ დაარღვია, მიიღო 12 ყვითელი და 1 წითელი ბარათი. ყველაზე მეტი ჯარიმა კი ადრიანოს (6) და რამოსს (7) აქვთ.

 

 - პიკეს და ბუსკეტსს 3-3 ბარათი აქვთ, ალონსო, არბელოა და პეპე კი ”რეალის” მხრიდან ყველაზე მეტი ბარათით არიან დასჯილნი (2).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.