დელ ბოსკე: "ვიმედოვნებ "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირება ტრავმების გარეშე ჩაივლის"

დელ ბოსკე: "ვიმედოვნებ "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირება ტრავმების გარეშე ჩაივლის"

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირებას, მან ასევე ისაუბრა რატომ არ გამოიძახა ნაკრებში პიკე და ხუან მატა. 

 

"ვიმედოვნებ, რომ დაპირისპირება ტრავმების გარეშე ჩაივლის და ჩვენ მივიღებთ სიამოვნებას ესპანეთის ორი უძლიერესი გუნდის თამაშისგან. 

 

პიკე ამ ბოლო დროს არ ვარჯიშობს, მე ისიც არ ვიცი ითამაშებს თუ არა იგი "რეალთან", მე არც ვილანოვასთან მისაუბრია და არც ექიმთან. მას შემდეგ რაც პიკე არ ვარჯიშობს მისთვის ძნელი იქნება ნაკრებთან ერთად გამოსვლა.

 

რაც შეეხება ხუან მატას, ჩვენ მოვილაპარაკეთ "ჩელსისთან". იგი არ შეუერთდება ნაკრებს რადგან ხუანს ზაფხულში ფაქტიურად შესვენება არ ჰქონია. 

 

დამიჯერეთ პრობლემა არ არის ხარისხში, პრობლემა რაოდენობაშია. ჩვენ ბევრი კანდიდატი გვყავს ნაკრებში გამოძახების." - ციტირებს დელ ბოსკეს სიტყვებს Goal.com.

 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.