”ბარსელონა” - ”რეალი”. იცით თუ არა, რომ...
- ოფიციალურ ურთიერთშეხვედრებში მადრიდის ”რეალს” 88 გამარჯვება აქვს მოპოვებული, ”ბარსელონას” კი 87. 46 მატჩი ფრედ დასრულდა.
- ”ნოუ კამპზე” გამართულ პრიმერას კლასიკოებში კატალონიელებმა გაიმარჯვეს 47 შეხვედრაში, სტუმრებმა 19 მატჩში და 16 შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა.
- ჩავი კლუბის რეკორდსმენია ჩატარებული კლასიკოების (34) რაოდენობით.
- ალექს სონგმა უკვე იცის რას ნიშნავს მადრიდის ”რეალის” დამარცხება. 2005/06 წლის სეზონში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ”არსნელმა” 0-1 იმარჯვა ”ბერნაბეუზე”.
- ჟორდი ალბას მადრიდელების კარი დალაშქრული აქვს, თუმცა იმ შეხვედრაში ”ვალენსია” 3:6 დამარცხდა.
- 1964/65 სეზონის შემდეგ მადრიდის ”რეალს” ზედიზედ 2-ჯერ ”ნოუ კამპზე” არ გაუმარჯვია.
- კარიერის განმავლობაში მოურინიო 10-ჯერ დამარცხდა ”ნოუ კამპზე”.
- 2010 წლის ნოემბერში 5:0 დამარცხება მოურიოსთვის ერთადერთი შეხვედრა იყო, სადაც მისმა გუნდმა 3-ზე მეტი ბურთი გაუშვა.
ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ
- ლეო მესიმ 21 შეხვედრა გამართა მადრიდის ”რეალის” წინააღმდეგ: 11 გამარჯვება, 5 ფრე და 5 მარცხი. ამ შეხვედრებში გატანილი 44 გოლიდან 15 მის ანგარიშზეა, საგოლე გადაცემა კი 10-ჯერ გააკეთა.
- ”რეალის” ფეხბურთელის რანგში რონალდუ 15-ჯერ დაუპირისპირდა ”ბარსელონას”: 3 გამარჯვება, 4 ფრე და 8 მარცხი. ”რეალის” 17 გატანილი გოლიდან 8 მის ანგარიშზეა. მას კლასიკოში საგოლე გადაცემა გაკეთებული არ აქვს.
- 15 გატანილი გოლით ლეო მესი მე-2 ადგილს იყოფს რაულთან კლასიკოში საუკეთესო ბომბარდირის დავაში. პირველ ადგილზე ალფრედო დი სტეფანოა (18).
- ”რეალი” ლეო მესის მე-2 საყვარელი გუნდია, მას 18 ბურთი აქვს გატანილი მადრიდის ”ატლეტიკოს” კარში.
- რონალდომ ”ნოუ კამპზე” ჩატარებულ ბოლო 4 კლასიკოში მოახერხა თავის გამოჩენა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]