ანდრეს ინიესტა: "ჩვენ შეგვიძლია უდიდესი უპირატესობა მოვიპოვოთ"

ანდრეს ინიესტა: "ჩვენ შეგვიძლია უდიდესი უპირატესობა მოვიპოვოთ"

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ განაცხადა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება "ელ კლასიკოზე" გამარჯვება "რეალის" წინააღმდეგ.

 

"ჩვენ გვაქვს შანსი უდიდესი უპირატესობა მოვიპოვოთ "რეალთან", რომელიც ჩვენი კონკურენტია. მომდევნო მატჩი ჩვენთვის სხვა მატჩებისგან განსხვავებით ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩვენ მთელი ძალებით გადავერთებით მატჩში და მაქსიმუმს გავიღებთ.

 

ტიტულის ბედი ჯერ არ არის გარკვეული, რადგან ჩვენ წარსულში უკვე ვნახეთ თუ რა შედეგები გამოიწვია ერთი ან მეორე გუნდის მარცხმა ამ დაპირისპირებაში. 

 

ჩვენ კარგად დავიწყეთ სეზონი, მაგრამ უკვე დროა ყველაფერი უფრო გავაუმჯობესოთ." - ციტირებს ინიესტას სიტყვებს ESPN. 

 

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირება დღეს 21 საათსა და 50 წუთზე გაიმართება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.