ვან დერ სარი: "რონალდუ ისევე ძლიერია, როგორც მესი"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-გოლკიპერმა, ედვინ ვან დერ სარმა განაცხადა, რომ მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ვარსკვლავი და მისი ყოფილი თანაგუნდელი, კრიშტიანუ რონალდუ ისეთივე ძლიერია, როგორც მესი. იტყობინება ესპანური პრესა.
"კრიშტიანუ მოედანზე საკმაოდ კარგი თვისებურებებით გამოირჩევა, ის დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა და ამაში უდიდესი წვლილი "მანჩესტერ იუნაიტედს" მიუძღვის. რაც შეეხება მესისთან შედარებას, ჩემთვის რონალდუ ისეთივე ძლიერია, როგორც ლეო. მაგრამ მართალია ისიც, რომ ბევრი უპირატესობას სწორედ მესის ანიჭებს" - დაასრულა ჰოლანდიელმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]