პირველი ვარჯიში ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების გარეშე

პირველი ვარჯიში ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების გარეშე

 

”ბარსელონას” კვირის პირველი სესია ძალიან უჩვეულო იყო, პირველი გუნდის 15 მოთამაშე სანაკრებო შეხვედრებზეა გამოძახებულია, ხოლო 7 ფეხბურთელი ტრავმირებულია. იმ დროს, როცა ტრავმირებული მოთამაშეები აღდგენით სავარჯიშოებს ასრულებდნენ ”სიუტატ ესპორტივაზე” სრული დატვირთვით პირველი გუნდის მხოლოდ 3 მოთამაშე (ხოსე მანულ პინტო, ანდრეუ ფონტასი და ჯონათან დოს სანტოსი) ვარჯიშობდა. ფეხბურთელთან ნაკლებობის გამო დღევანდელი ვარჯიში ტიტო ვილანოვამ და ეუსებიო საქრისტიანმა ერთად ჩაატარეს.

 

მიმდინარე კვირაში გუნდში ასეთივე სიტუაცია იქნება. სესიები მხოლოდ ოთხშაბათს და ხუთშაბათს გაიმართება, სრული ძალებით გუნდი ”დეპორტივოსთან” შეხვედრისთვის მზადებას კი ორშაბათს (თუმცა კვლავ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების გარეშე, ისინი ოთხშაბათს დაიწყებენ დაბრუნებას) დაიწყებს.

 

სურათები:

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.