იგუაინი: ”მესი და რონალდუ მონსტრები არიან”

იგუაინი: ”მესი და რონალდუ მონსტრები არიან”

 

მადრიდის ”რეალის” თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა არ ისურვა თანაგუნდელის, კრიშტიანუ რონალდუს და თანამემამულის, ლეო მესის შედარება.

 

მე მაქვს იმის პრივილეგია, რომ ორივე მათგანთან ვითამაშო. მათი შედარება არ მსურს. საუბარი მიდის ორ საფეხბურთო მონსტრზე. ისინი მოედანზე აკეთებენ იმას, რისთვისაც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები შეიძლება ეწოდოთ” - განაცხადა ”რეალის” ფეხბურთელმა.

 

აღსანიშნია, რომ ამ ორ ფეხბურთელს ხშირად ადარებენ. უმეტესწილად თუკი ამ შედარებას მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელები არ აკეთებენ, მაშინ უპირატესობას ლეო მესის ანიჭებენ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.