ინიესტა: ”კარიერის დასრულება ”ბარსელონაში” მსურს”

ინიესტა: ”კარიერის დასრულება ”ბარსელონაში” მსურს”

 

გასული სეზონის ევროპის საუკეთესო მოთამაშემ ”Le Monde”-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კარიერის დასრულება ”ბარსელონაში” სურს. ანდრეს ინიესტამ აღიარა, რომ კლუბისთვის ბევრი აქვს გასაკეთებელი. ასევე მან განაცხადა, რომ ”ბარსელონას” და ”რეალის” ესპანელ ფეხბურთელებს შორის კარგი ურთიერთობაა.

 

არ ვიცი ასე კარგად განვითარდებოდა თუ არა ჩემი კარიერა სხვა კლუბში რომ ვყოფილაყავი... კარიერის დასრულება ”ბარსაში” მსურს. ვიცი, რომ ბევრი რამ ჩემს თამაშზეა დამოკიდებული. თუკი ის შესაბამისს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მაშინ აქ დიდი ხნით დავრჩები” - განაცხადა ანდრესმა, რომელიც გასულ სეზონში პრიმერას წაგებას მიმდინარე სეზონში დამატებით მოტივაციად მიიჩნევს.

 

ნაკრებში პრობლემები არ არის

 

ნახევარმცველმა ასევე ორი ესპანური გრანდის დაპირისპირებაზე ისაუბრა, თუ როგორ მოქმედებს ის ნაკრების ატმოსფეროზე. კერძოდ მან განაცხადა, რომ ლა ლიგაში ყველა საკუთარი გუნდის ინტერესებს იცავს, ხოლო ნაკრებში ერთი საქმისთვის მუშაობენ. ანდრესმა დაამატა, რომ ესპანეთის ნაკრები ფეხბურთელების ინტერესზე ზევით დგას.

 

მობილიზირებული საფრანგეთთან მატჩზე

 

ანდრესმა კომენტარი ასევე ესპანეთსა და საფრანგეთს შორის გასამართ შეხვედრაზე გააკეთა: ”ეს დაპირისპირება ლამაზ შეხვედრას შემოგვთავაზებს, სადაც ბევრი რამ გუნდურ თამაშზე იქნება დამოკიდებული. ესპანეთი ყოველთვის აფასებდა საფრანგეთის ნაკრებს და მის ფეხბურთელებს” - დაასრულა ანდრესმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.