”ინტერი” დავიდ ვილიათი ინტერესდება
”ბარსელონას” თავდამსხმელმა, დავიდ ვილიამ იტალიური ”ინტერის” ყურადღება მიიპყრო.
მილანური კლუბი 30 წლის ესპანელი თავდამსხმელის შეძენის ვარიანტს მომავალი ზაფხულისთვის განიხილავს. მასთან ერთად ”ინტერის” ხელმძღვანელობა აკვირდება მარიო ბალოტელის (”მანჩესტერ სიტი”) და ფერნანდო ლორენტეს (ბილბაოს ”ატლეტიკი”).
უახლოეს პერიოდში კი ”ნერაძური” კონცენტრირებულია ”კორინთიასის” ნახევარმცველის, პაულინიოს შეძენისთვის, რომლის მიმართაც ინტერესს ასევე გამოთქვამენ ”ჩელსი” და ”ცსკა”.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]